1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით.

2. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, ვიზის გამცემ ორგანოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს, როგორც წერილობითი (მატერიალური), ისე − ელექტრონული ფორმით.

3. ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ვიზის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს წერილობითი (მატერიალური) ფორმით ან აღნიშნულისათვის გამოიყენოს სხვა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონული მონაცემთა ბაზები.

4. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.

თავი XII. გასაჩივრე