1. საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი უფლებამოსილია, C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის მიზნით სავიზო განაცხადი წარადგინოს e-VISA PORTAL-ის მეშვეობით.

2. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ მყოფ იმ უცხოელებზე, რომლებიც ფლობენ ერთ-ერთ შემდეგი სახის სამგზავრო დოკუმენტს:

ა) ორდინალურ პასპორტს;

ბ) სამსახურებრივ/ოფიციალურ/სპეციალურ პასპორტს;

გ) დიპლომატიურ პასპორტს;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო დოკუმენტს.

3. საკონსულო დეპარტამენტს, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და წესით, სავიზო განაცხადთან ერთად e-VISA PORTAL-ის მეშვეობით უნდა წარედგინოს სამგზავრო დოკუმენტის ასლი.

4. საზღვარგარეთ მყოფმა უცხოელმა, საკონსულო დეპარტამენტისგან  მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის მიღების მიზნით, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენამდე, ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

5. e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსულო დეპარტამენტი.

6. საკონსულო დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გაიცემა არა უმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში ან 30 კალენდარული დღის ვადი