1. სავიზო განაცხადის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე სამინისტროს მიერ გაიცემა C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა.
2. e-VISA PORTAL-ის მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსების პროცესში ამავე სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართის შემდგომი დადასტურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. შეტყობინების მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსებაზე უფლებამოსილ პირს ეძლევა შესაძლებლობა, გადავიდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გვერდზე და განახორციელოს სამინისტროს მიერ მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა.
3. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების დადასტურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.
4. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდებ