1. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, ვიზა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო გასცემს მხოლოდ შემდეგი კატეგორიის ვიზებს და მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) B4 კატეგორიის ერთჯერად მოკლევადიან ვიზას, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ბ) C3 კატეგორიის ვიზას – საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;
გ) C4 კატეგორიის ვიზას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად საქართველოში მომავალ პირებზე;
დ) ტრანზიტულ ვიზას.
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელი პირები და მათი კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი