1. საზღვარგარეთ ვიზა გაიცემა წარმომადგენლობის მიერ. წარმომადგენლობა უფლებამოსილია, საზღვარგარეთ გასცეს ნებისმიერი კატეგორიის ვიზა.
2. წარმომადგენლობის მიერ ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსულო თანამდებობის პირი.
3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია წარმომადგენლობა, შეუძლია, ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე წარმომადგენლობას. ახლომდებარე წარმომადგენლობების ჩამონათვალი განისაზღვრება ამ წესის №1 დანართით.
4. უცხოელს, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია, ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე წარმომადგენლობას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი ვიზის მოქმედების ვადა