1. სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება:
ა) ელექტრონული ფორმით, www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით;
ბ) ელექტრონული ფორმით, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით.
2. სავიზო განაცხადის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:
ა) ვიზის გაცემა წარმომადგენლობის მიერ;
ბ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემა;
გ) ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება.
3. სავიზო განაცხადის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენა ხდება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია სამინისტროს მიერ С კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემა.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სავიზო განაცხადისა და ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენა ხდება უფლებამოსილ ორგანოში მათი უშუალოდ წარდგენის გზი