1. ვიზის გაცემის მიზნით უფლებამოსილი პირი ავსებს სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს, ხოლო სამინისტროს მიერ С კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის მიზნით − e-VISA PORTAL-ზე განთავსებულ სავიზო განაცხადს.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემის მიზნით, უფლებამოსილი პირი ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის სავიზო განაცხადს.

3. ვიზის მიღების მსურველი პირის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები, მიუხედავად ასაკისა, ვიზის მიღების მიზნით ავსებენ და ვიზის გამცემ ორგანოს წარუდგენენ დამოუკიდებელ სავიზო განაცხადს.

4. სამინისტროსა და წარმომადგენლობას სავიზო განაცხადი წარედგინება ვიზის მოქმედების ვადის დაწყებამდე არა უმეტეს სამი თვით ადრე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას.

5. სამინისტროს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემის მიზნით, სავიზო განაცხადი წარედგინება უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

6. სავიზო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია წინა ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაშიც, მაგრამ მისაღები ვიზის მოქმედების ვადის დაწყებამდე არა უმეტეს სამი თვით ადრე.

7. სავიზო განაცხადი ივსება და ვიზის გამცემ ორგანოს წარედგინება:

ა) ვიზის მიღების მსურველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ;

ბ) არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ;

გ) მხარდამჭერის მიერ, თუ ვიზის მიღების მსურველი პირი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებ პირს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიე