1. ხელმოწერილი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო ყველა სხვა დოკუმენტის ვიზის გამცემი ორგანოსთვის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდეგ მოწმდება სავიზო განაცხადის დასაშვებობის საკითხი.
2. სავიზო განაცხადის დასაშვებობის საკითხის განხილვისას მოწმდება:
ა) წარდგენილი იქნა თუ არა სავიზო განაცხადი ამ წესით დადგენილი ფორმით;
ბ) წარდგენილი იქნა თუ არა სამგზავრო დოკუმენტი და აკმაყოფილებს თუ არა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გადახდილი იქნა თუ არა ვიზის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავიზო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ ვიზის გამცემ ორგანოს არ წარედგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დოკუმენტი, სავიზო განაცხადი არ ითვლება დასაშვებად და სავიზო განაცხადი არ განიხილება. ვიზის მიღების მსურველ უცხოელს მიეწოდება ინფორმაცია სავიზო განაცხადის დასაშვებობის საკითხზე.
4. თუ ვიზის გამცემ ორგანოს წარედგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, სავიზო განაცხადი ითვლება დასაშვებად (წარდგენილად) და ვიზის გამცემი ორგანო იწყებს მის განხილვას.
5. სავიზო განაცხადის დასაშვებად ჩათვლის შემთხვევაში, ვიზის მიღების მსურველ უცხოელს ეგზავნება/გადაეცემა სამახსოვრო ბარათი. სამახსოვრო ბარათი არ გაიცემა დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, ასევე e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევებში.
6. ვიზის გამცემი ორგანო ვალდებულია, გააუქმოს www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით წარდგენილი მომსახურების განაცხადი და სავიზო განაცხადი, თუ მომსახურების განაცხადში ან/და სავიზო განაცხადში მითითებული ინფორმაციიდან ივარაუდება, რომ მათი წარდგენის მიზანი არ არის ვიზის მიღებ