1. ვიზა შეიძლება გაიცეს სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანის გზით ან ელექტრონული ფორმით − ელექტრონული ვიზა.

2. სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.

3.      სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ გასაცემი ელექტრონული ვიზის ბლანკის ფორმა და მისი შევსების წესი, ასევე წარმომადგენლობის მიერ ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის ან გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.), შესაბამის სამგზავრო დოკუმენტში დატანილი ვიზის სხვა სამგზავრო დოკუმენტში გადატანა ან გაცემული ვიზის აღდგენა არ ხდებ