მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
თავი III — საქართველოს ვიზა
1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
41. D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე.
42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები.
საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025
წინა რედაქცია (17.03.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება 1. საქართველოში შმყოფი უცხოესაძლი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 34. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ასაშვჭირო დოკუმებნტაციის მიღება, თს უზრუნველყოფს საქართველოშს საგარეო საქმეთა სამი უცხნისტრო. 41. D3 კატელგორიის შდა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუს მტიციის საღწხლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვად ლისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლიღს მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაკგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. 4.აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადმინისტრაციული წყვარმოეტბის ფარგლებში სა, რბოგლორც ო გადაწყვეტილების მი, ღებამდე უცხოელი არ შეიღძლება სგაჭძევებულ იქნეს საქართველოდოკუან. ამე პუნქტით გაცნსაზღვრული ის წაქართველოს ვიზის მოქმედგენბის ვადის გან 7 კაგრძელენდბარზე ულარი დღს თქმის თაობაზე განმდაწყვეტილოებაში. ს საღქართველოს კანონმდებლობიშთ დადგენუილი წესით გასაჩივრება დარ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამიძნისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გრაძლევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის 1 საქართვემლოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-501(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2023
…დარღვევის შედეგად. კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, მე-6 მუხლებით მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებზე, ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-8, მე-9, მე-16 მუხლებზე, რომლებიც ბავშვის ოჯახთან და მშობლებთან ერთად ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა ფორმალურად მიუდგა…
საქმე №ბს-1283(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
…როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კონვენციის 10.1 მუხლის თანახმად, 9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებათა შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლის განცხადება ოჯახის შეერთების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში…
საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, მუხლი 9, №2045-IIს, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2278806/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია