1. უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:

ა) მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;

გ) მან ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი ან არასწორი მონაცემები/ინფორმაცია/ დოკუმენტები;

დ) მან ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტები/ინფორმაცია წარადგინა არასათანადო წესით;

ე) მას არ აქვს სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

ვ) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ზ) საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;

თ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;

ი) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

კ) აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო  ვიზა;

ლ) არ აკმაყოფილებს ვიზის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

2. უცხოელს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი  ეთქვას, თუ:

ა) მან საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები;

ბ) იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

3. უცხოელს მოკლევადიანი ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ  ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისთვის ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში.

4. უცხოელს უარი უნდა ეთქვას e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემაზე, თუ აღნიშნული ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დღეს უცხოელი იმყოფება საქართველოში.

თავი VI. ვიზის გაცე