1. ვიზის მიღების მსურველი პირი უნდა ფლობდეს საქართველოში ყოფნის პერიოდში მოქმედ სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაფარავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს. სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა მოქმედებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. ვიზის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სამოგზაურო დაზღვევა შემდეგი პირობის დაცვით − გრძელვადიანი ვიზის მისაღებად წარსადგენი სამოგზაურო დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაში.

3. მრავალჯერადი ვიზის შემთხვევაში, მეორე და ყოველი შემდგომი ვიზიტისას სამოგზაურო დაზღვევის ფლობის ფაქტი მოწმდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო-გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას. განმცხადებელი სავიზო განაცხადის წარდგენისას ადასტურებს, რომ ინფორმირებულია საქართველოში შემდგომი ვიზიტების პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის ფლობის აუცილებლობის თაობაზე.

4. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი პირისთვის ვიზის გაცემის მიზნით წარსადგენი ჯანმრთელობის დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს მისაღები ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაშ