1. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების  გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომლებიც ვიზის გამცემ ორგანოს მოთხოვნილ ინფორმაციას აწვდიან შემდეგ ვადებში:

ა) მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში – მიმართვის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში – მიმართვის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;

გ) D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის შემთხვევაში − მიმართვის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

დ) მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში, როცა ვიზის გაცემის საკითხის განხილვის ვადა შემცირებულია 5 სამუშაო დღემდე – არა უგვიანეს მიმართვის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღისა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი ინფორმაციის გასაცემად, ინფორმაციის გაცემაზე ვალდებული ორგანო/პირი აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებული წერილობითი მიმართვით აცნობებს სამინისტროს ან/და ვიზის გამცემ ორგანოს. დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადის, გარდა e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადისა, 30 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე ვალდებული ორგანო/პირი სამინისტროს ან/და ვიზის გამცემ ორგანოს ინფორმაციას აწვდის მიმართვის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

3. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადებში სამინისტროსთვის ან/და ვიზის გამცემი ორგანოსთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ არ არსებობს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესაბამისი საფუძველი და ვიზის გამცემი ორგანო ვალდებულია, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა დაასრულოს დადგენილ  ვადაშ