1. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოიცემა ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული ფორმის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის გადაწყვეტილება.

3. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში;

ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევაში;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში − გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში − D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.

4. მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემა ხდება e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. ვიზის გამცემი ორგანო უზრუნველყოფს  ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადის გაზრდის შესახებ ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდებას.

5. წარმომადგენლობა მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ან უფრო მოკლე პერიოდში, შემდეგ შემთხვევებში:

ა) A1 და B1 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში − თუ მგზავრობის მიზანი არ იძლევა ვიზის გაცემის უფრო ხანგრძლივი ვადის გამოყენების შესაძლებლობას;

ბ) C4 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში – საქართველოში სამკურნალოდ მომავალ პირებზე, თუ დასტურდება მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარების აუცილებლობა.

6. ვიზის გაცემის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღე