1. სავიზო განაცხადის განხილვის დროს ვიზის გამცემი ორგანო იკვლევს, არსებობს თუ არა ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
2. თუ გამოვლინდა, რომ ვიზის გამცემ ორგანოს არ წარედგინა ვიზის გაცემისათვის საჭირო რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია ან წარედგინა არასათანადო წესით, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
3. საჭიროების შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ვიზის მიღების მსურველ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა ან/და ვიზის გასაცემად საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოპოვების ან წარდგენილი დოკუმენტების/ ინფორმაციის ნამდვილობისა და სისწორის დადასტურების მიზნით, ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ან/და მისი წარმომადგენელი მოიწვიოს გასაუბრებაზე.
4. სავიზო განაცხადის განხილვა ეფუძნება განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და სანდოობას, მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობას.
5. წინა ვიზის გაცემაზე უარი ავტომატურად არ იწვევს ახალი ვიზის გაცემაზე უარის თქმას. ახალი სავიზო განაცხადი ფასდება ყველა არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
6. წარმომადგენლობა ვალდებულია, დიპლომატიური, სპეციალური და საიმიგრაციო ვიზების გაცემის საკითხი შეათანხმოს საკონსულო დეპარტამენტთან.
7. დაუშვებელია, პირი ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ ვიზას.
8. თუ ვიზის მიღების მსურველი პირი აღარ არის დაინტერესებული ვიზის მიღების საკითხით, ის უფლებამოსილია, მიმართოს ვიზის გამცემ ორგანოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. ვიზის გამცემი ორგანო იმ შემთხვევაში წყვეტს წარმოებას, თუ ვიზის გაცემის საკითხზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება. სამინისტროსა და წარმომადგენლობის მიერ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ამ წესის №8 დანართით განსაზღვრული ფორმის გადაწყვეტილება.
9. ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ვიზის გაცემის საკითხთან დაკავშირებული წარმოება შეწყვიტოს თავისი ინიციატივით, თუ დადგინდება, რომ ერთი და იმავე პირის მიერ ერთი და იმავე პირობებით მოთხოვნილია რამდენიმე ვიზის გაცემა.
10. ამ წესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ვიზის გაცემის წესი და პირობები უცხოელის მიმართ გამოიყენება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზ