1. სავიზო განაცხადის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით წარდგენის მიზნით, თავდაპირველად ელექტრონული ფორმით უნდა შეივსოს  „საკონსულო მომსახურების მიღების ფორმის და დროის განსაზღვრის თაობაზე“ განაცხადი (შემდგომში  − მომსახურების განაცხადი).

2. მომსახურების განაცხადის შევსების დროს უნდა მიეთითოს, რომ ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა მოხდება ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილ სხვა ორგანოში ვიზიტის მეშვეობით, ხოლო დიპლომატიური და სპეციალური ვიზის შემთხვევაში − ვიზის გამცემ ორგანოში ვიზიტის ან ფოსტის მეშვეობით.

3. მომსახურების განაცხადის შევსების შემდეგ, www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით უნდა შეივსოს და ვიზის გამცემ ორგანოს წარედგინოს სავიზო განაცხადი. სავიზო განაცხადთან ერთად ვიზის გამცემ ორგანოს ელექტრონული ფორმით შესაძლებელია ასევე წარედგინოს ვიზის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტები.

4. სავიზო განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსებისას, განმცხადებელი ირჩევს  ხელმოწერილი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ვიზის გამცემ ორგანოში წარდგენის თარიღს (ვიზის გამცემ ორგანოში ვიზიტის თარიღს), რომელიც სამინისტროს ან წარმომადგენლობის მიერ შეიძლება შეიცვალოს არჩეულ თარიღამდე 2 დღით ადრე.

5. სავიზო განაცხადის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით წარდგენის შემდგომ, ვიზის გამცემ ორგანოს ხელმოწერილი სავიზო განაცხადი და ვიზის გასაცემად საჭირო ყველა სხვა დოკუმენტი უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით, ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილ სხვა ორგანოში უშუალოდ წარდგენის გზით, ხოლო დიპლომატიური და სპეციალური ვიზების შემთხვევაში − ვიზის გამცემ ორგანოში უშუალოდ ან ფოსტის მეშვეობით წარდგენის გზით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ვიზის გამცემი ორგანოსთვის ფოსტის მეშვეობით წარდგენა ასევე შესაძლებელია С3 და С4 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი უცხო ქვეყნის საგარეო უწყების წერილობითი მომართვა უცხოელზე ვიზის გაცემის მოთხოვნით და აღნიშნულ უცხო ქვეყანაში საქართველოს არ აქვს წარმომადგენლობა.

7. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, ასევე D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით.

8. ვიზის გამცემი ორგანოსთვის ხელმოწერილი სავიზო განაცხადისა და ვიზის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს. ვიზის გამცემი ორგანო არ აგებს პასუხს საფოსტო მომსახურების ხარისხზე, ასევე საფოსტო მომწოდებლების მიზეზით დოკუმენტების დაკარგვასა და დაზიანებაზე, მათ შორის, იმ პერსონალური მონაცემების გახმაურებაზე, რომლებიც მითითებულია საფოსტო გზავნილზე ან საფოსტო გზავნილში განთავსებულ დოკუმენტებში ვიზის გამცემი ორგანოს მიერ  მათ მიღებამდ