1. სამინისტრო ვიზების გაცემას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის − საკონსულო დეპარტამენტის (შემდგომში − საკონსულო დეპარტამენტი) მეშვეობით.

2. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საკონსულო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი.

3. საკონსულო დეპარტამენტი უფლებამოსილია გასცეს:

ა) საიმიგრაციო ვიზა  − საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელზე;

ბ) C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით;

გ) მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზები, D3 და D5 კატეგორიის ვიზები − ამ წესის 34-ე მუხლით განსაზღვრული წესით მათი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაშ