ორდინალური ვიზა გაიცემა:

ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;

ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის/ სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე;

დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მომავალ პირებზ