სპეციალური ვიზა გაიცემა:
ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე; სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე; აგრეთვე ზემოაღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებსა და სხვა თანმხლებ პირებზე;
ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის საქართველოს ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე;
გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებ