1. იმ უცხოელებისათვის, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს წარმომადგენლობა, ვიზის გაცემა ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მიენდოს მესამე სახელმწიფოს.

2. მესამე სახელმწიფოს მიერ ვიზის გაცემის ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.

3. მესამე სახელმწიფოს მიერ ვიზის გაცემა ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედების განხორციელება უნდა მოხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვი