1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დროს განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირს (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) და არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) უფლებამოსილია დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეაჩეროს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

4. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში არსებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს დასკვნა დოკუმენტებში არსებული შეცდომის გასწორების შესახებ, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობოსას უფლებამოსილია შეაჩეროს რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა დოკუმენტის გადამოწმების მიზნით არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით. პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

6. პირადობის მოწმობის და პასპორტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურ