1. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაცია განახორციელოს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.
3. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;
გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება;
დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
ე) თუ პირმა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან ერთად არ წარადგინა მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);
ვ) თუ რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ერთობლივად წარდგენის დროს, არსებობს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;
გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება;
დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
ე) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის პირი არ არის რეგისტრირებული, გარდა საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნენ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
გ) თუ დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის წე