1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოყენებული ყველა სახეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.

2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზ