თავი X — მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მოძრაობასა და ხარჯვასთან (გაცემასთან) დაკავშირებული, ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება აღრიცხული და სრულად ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია ტერიტორიულ სამსახურში მიღებული, გახარჯული (გაცემული და დაზიანებული) და ნაშთის სახით დარჩენილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესახებ ყოველთვიური ანგარიში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარადგინოს სააგენტოში.
3. სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო ვალდებულია წარმოდგენილი ანგარიშების მეშვეობით სისტემატურად აკონტროლოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის კანონიერება და განსაზღვროს მათი ხარჯვის დინამიკა.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 57, №98, 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1435931/muxli-57/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია