1. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე მოთხოვნა/განცხადება
-ანკეტა, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება მიიღონ 2011 წლის 1 აგვისტომდე. მოთხოვნის/განცხადება
-ანკეტის 2011 წლის 1 აგვისტომდე წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

3. ამ წესის 50
-ე მუხლის მე
-3 და მე
-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დოკუმენტებში არსებული ურთიერთშეუსაბამობა, უზუსტობა, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნები აღმოჩნდება იმ პირის სახელზე გაცემულ (შედგენილ) დოკუმენტებში, რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 ივლისისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონების შესაბამისად, გათავისუფლებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგა