“საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.008.810
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №616
2006 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი №1):
1. ბინადრობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+ –10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. ბინადრობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. ბინადრობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. ბინადრობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა ,,საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით.
ბინადრობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+ –25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
2. ბინადრობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ლ) მოქალაქეობა;
მ) მისამართი;
ნ) რეგისტრაციის თარიღი;
ო) მოწმობის მოქმედების ვადა.
3. ბინადრობის მოწმობის ბლანკზე დატანილ იქნეს ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
4. საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის შეფერილობა არის ლურჯი ფერის, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის შეფერილობა არის მწვანე ფერის.
5. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (ი. ფორჩხიძე) ბინადრობის მოწმობის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
6. ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბინადრობის მოწმობები ძალაშია მათი მოქმედების ვადის გასვლამდე.
7. ბინადრობის მოწმობის გაუხარჯავი ბლანკები 2006 წლის 1 ივლისიდან ამოღებულ იქნეს ბრუნვიდან.
8. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
დანართი №1
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2008.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"?
- “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 23.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №616. სარეგისტრაციო კოდი — 010.130.000.22.027.008.810.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.06.2008-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ", №616, 23.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.008.810 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65158/