1. ბარათი არის ელექტრონული მანქანა კითხვადი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს უკონტაქტო ჩიპს. ბარათში ასევე შეიტანება ბლანკის რიგითი ნომერი.

2. ბარათის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება ორი ლათინური ასოს „GE“ და 6 ციფრისაგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: GE000001, ნუმერაცია იწყება GE000001. რიგითი ნომრის ორი ლათინური ასო „GE“ არის საქართველოს კოდი.

3. ბარათის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ ბრძანების დანართში №1.

4. წიგნაკი შედგება ოთხი ნაწილისგან:

ა) I ნაწილი – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები;

ბ) II ნაწილი – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემები;

გ) III ნაწილი – მეზღვაურის სამედიცინო დათვალიერების შესახებ მონაცემები;

დ) IV ნაწილი – შენიშვნები.

5. ჩანაწერებს წიგნაკში ახორციელებს:

ა) I ნაწილში – სააგენტო;

ბ) II ნაწილში – გემის კაპიტანი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;

გ) III ნაწილიში – უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი.

6.წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება ერთი ლათინური ასოსა და 6 ციფრისაგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: S000001, ნუმერაცია იწყება S000001.

7.წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ ბრძანების დანართში №2.

8.ბარათსა და წიგნაკში მეზღვაურის სახელი და გვარი ინგლისურად და ქართულად მიეთითება სამოქალაქო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად.

9.   მეზღვაურის წიგნაკში ასევე შეიტანება მეზღვაურის პირადი ნომერი და მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი.

10. მეზღვაურის პირადი ნომერი შედგება 10 (ათი) ციფრისაგან. მათ შორის, პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს გაცემის წლის ბოლო 2 (ორი) რიცხვს, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – მეზღვაურის მოქალაქეობას (კერძოდ, ციფრი 01 – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ციფრი 02 – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი კი აღნიშნავს მეზღვაურის რიგით ნომერს, რომელიც მეზღვაურს ენიჭება რიგითობის მიხედვით სააგენტოში რეგისტრაციისას (მაგალითად, მეზღვაურის ნომერი გამოისახება: 11-01-000001