ბარათი და წიგნაკი გაიცემა:
ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურზე;
ბ) მეზღვაურზე, რომელსაც მიღებული აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა;
გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, მუდმივი ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის მქონე საქართველოსსაზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე/კურსდამთავრებულზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის საწვრთნელ ნაწილს;
დ) საზღვარგარეთ არსებულ იმ უმაღლეს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე/კურსდამთავრებულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის საწვრთნელ ნაწილს;
ე) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო (საკრუინგო) კომპანიის სუპერინტენდანტზე;
ვ) სააგენტოს მოსამსახურეზე, რომლის სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია გემის ტექნიკური ექსპლუატაციისა და ნაოსნობის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან;
ზ) საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე იმ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში;
თ) გემის პერსონალის წევრზ