1. ბარათის მოქმედების ვადა არის 5 წელი, მისი გაცემის დღიდან.

2. ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მეზღვაურზე, ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაიცემა ახალი ბარათი.

3. თუ  ბარათის მოქმედების ვადა ამოიწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას, მაშინ შესაბამისი გემის კაპიტნის/გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ბარათის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო იმ პერიოდით, რაც აუცილებელია გემის მისასვლელად პირველივე ნავსადგურამდე.  ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში №3.

4. წიგნაკის მოქმედების ვადა არის 10 წელი, მისი გაცემის დღიდან.

5. ბარათისა და წიგნაკის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მეზღვაურზე, ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაიცემა ახალი ბარათი/წიგნაკ