1. დოკუმენტის მფლობელის ძირითადი ფოტოსურათი უნდა იყოს შავ-თეთრი. საბაზო ზომა უნდა ჩაითვალოს: სიმაღლე 40 (ორმოცი) მმ და სიგანე 30 (ოცდაათი) მმ.

2.  ბარათზე წვდომის 6-ციფრიანი ნომერი (CAN) უნდა  დაიტანებოდეს მოწმობის წინა მხარეზე, ICAO-ს სტანდარტის შესაბამისად და უნდა იყოს მხარდაჭერილი EMRTD აპლიკაციით.

3.  სტრუქტურას არ უნდა დაემატოს ზედა ფენა ან წებო, კერძოდ ზედა ფენა არ უნდა დაიტანებოდეს დოკუმენტის გრაფიკული პერსონალიზაციის შემდგომ.

4. მეზღვაურის ფოტოსურათისათვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს ბარათის  წინა  გვერდის მარცხენა მხარე