1. ბარათი უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ მიკროსქემას ICAO სტანდარტის შესაბამისი ოპერაციული სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უკონტაქტო ინტერფეისით.
2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბარათში ისე, რომ ბარათის ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ საშუალებებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.
3. მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საშუალებებით, არსებული და პოტენციური საფრთხეებისგან დასაცავად.
4. ბარათში გამოსაყენებელი მიკროსქემის მეხსიერების მოცულობა საკმარისი უნდა იყოს, რომ პერსონალიზაციისას შესაძლებელი იყოს მასში სულ მცირე 32 კილობაიტის ზომის მონაცემების, მათ შორის არანაკლებ 20 კილობაიტი ზომის ფოტოსურათის შენახვა.
5. მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა გადაცემა 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში.
6. eMRTD აპლიკაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 (ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი) მოთხოვნებს. სასურველია მხარდაჭერილი იყოს SAC, PACE, Chip Authentication, და Passive Authentication უსაფრთხოების მექანიზმები, რომლითაც დაცული იქნება მასში კოდირებული ინფორმაცია.
7. მიკროსქემის ოპერატიული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალიზაციას დაცულ რეჟიმში.
8. ჩაშენებული მიკროსქემისა და მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ფუნქციები დოკუმენტირებული უნდა იყოს APDU დონეზე. სააგენტოს უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია, დამატებითი ფინანსური ხარჯის გარეშე გაუზიაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. მიმწოდებელს უფლება აქვს, პერსონალიზაციის ბრძანებების სპეციფიკაციების გაზიარებისათვის მოითხოვოს კონფიდენციალურობის შეთანხმების გაფორმება.
დანართი №2
წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წე