1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, აგრეთვე იმ მეზღვაურზე, რომელიც მსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, გარდა:

ა) სამხედრო გემისა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;

გ) თევზსაჭერი გემისა;

დ) ხის ან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემისა;

ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.

11. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მიმართავს ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს.

2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022