1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

2. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება.

4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) დაბინძურების ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება;

ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება;

გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება;

დ) ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად;

ე) ენერგიის ეფექტიანად გამოყენება;

ვ) ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ზომების მიღება  და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისა