კონფლიქტის მხარეებმა მაქსიმალური პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში:
(ა) მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა შეეცადონ, რომ სამხედრო ობიექტების მიმდებარე არეალიდან გაიყვანონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ობიექტები;
(ბ) თავი უნდა აარიდონ სამხედრო ობიექტების განლაგებას მჭიდროდ დასახლებულ არეალებში ან მათ მახლობლად;
(გ) უნდა განახორციელონ სიფრთხილის ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეული საფრთხეებისგან დაიცვან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ობიექტები.
განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ადგილები და ზონე