1. აკრძალულია სამოქალაქო პირების დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენება.
2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის არსებობისთვის აუცილებელი ობიექტებზე – საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო არეალების, ნათესების, პირუტყვის, სასმელი წყლის ნაგებობებისა და სასმელი წყლის მარაგის, საირიგაციო ნაგებობების – თავდასხმა, მათი განადგურება, გატანა, მათი უსარგებლოდ ქცევა, იმ კონკრეტული მიზნით, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ ან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლოს მათი, როგორც საარსებო საშუალებების გამოყენება, განურჩევლად იმისა, თუ რა მოტივი ედო საფუძვლად ამგვარ მოქმედებას, იქნება ეს სამოქალაქო მოსახლეობის დამშევა, მათი იძულებითი გადაადგილება თუ რაიმე ნებისმიერი სხვა მოტივი.
3. მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვები არ ეხება ამ პუნქტში ნახსენებ იმ ობიექტებს, რომელთაც მოწინააღმდეგე მხარე იყენებს:
(ა) მხოლოდ მისი შეიარაღებული ძალების წევრების საარსებო წყაროდ, ან
(ბ) თუ საარსებო წყაროდ არა, მაშინ სამხედრო მოქმედების პირდაპირი მხარდაჭერის მიზნით, თუმცა იმ პირობით, რომ ამ ობიექტების წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო მოსახლეობას დატოვებს იმგვარად არასაკმარისი საკვებით ან წყლით, რაც გამოიწვევს მათ დამშევას ან აიძულებს მათ გადაადგილებას.
4. ეს ობიექტები არ უნდა იქცეს რეპრესალიების ობიექტად.
5. კონფლიქტის ნებისმიერი მხარის სასიცოცხლო საჭიროებების აღიარებით, რომელიც დაკავშირებულია მისი ეროვნული ტერიტორიის შეჭრისგან დაცვასთან, კონფლიქტის მხარეს შეუძლია გადაუხვიოს მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვებიდან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, როცა ამას მოითხოვს იმპერატიული სამხედრო აუცილებლობ