1. კონვენციის ან წინამდებარე ოქმის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც ჯაშუშობის განხორციელების მომენტში აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ, არ აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მას შეიძლება მოეპყრონ, როგორც ჯაშუშს.

2. კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც ამ მხარის სახელით აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს ინფორმაცია მოწინააღმდეგის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, არ ჩაითვლება ჯაშუშობაში ჩართულად, თუ ამის განხორციელებისას იგი თავისი შეიარაღებული ძალების უნიფორმას ატარებს.

3. კონფლიქტში მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებელია და ამ ტერიტორიაზე აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაცია იმ მხარის სახელით, რომელზეც ის დამოკიდებულია, არ ჩაითვლება ჯაშუშობაში ჩართულად, თუ ის არ მოქმედებს მოტყუებით ან, განზრახ და ფარულად. გარდა ამისა, ამგვარი პირი არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას ვერ მოეპყრობიან, როგორც ჯაშუშს, თუ იგი დაკავებული არ არის ჯაშუშობის მომენტში.

4. კონფლიქტში მხარის შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც არ არის მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებელი და ამ ტერიტორიაზე ჩართულია ჯაშუშობაში, არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას არ უნდა მოეპყრონ, როგორც ჯაშუშს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას დააკავებენ იმ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებამდე, რომლებსაც ის ეკუთვნი