ინტერნირებულებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ახლო ნათესავებისგან, ან არ აქვთ შესაძლებლობა ჩვეულებრივი საფოსტო გზით მიიღონ ან გაგზავნონ ცნობები, აგრეთვე მათ, ვინც თავისი სახლიდან მნიშვნელოვან მანძილზე იმყოფება, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა, რომლის საფასურსაც ისინი გადაიხდიან მათ განკარგულებაში არსებული ვალუტით. მათ ასევე უნდა მიეცეთ ამ შესაძლებლობით სარგებლობა იმ შემთხვევებში, რომლებიც გადაუდებლად არის მიჩნეული.
როგორც წესი, ინტერნირებულთა კორესპონდენცია იწარმოება მათ მშობლიურ ენაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაუშვან კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოება