საგადასახადო
ვალდებულების
დარიცხვა
და
მისი
გადახდა
1.
ბარათებზე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიხედვით.
2.
საგადასახადო ვალდებულების მიხედვით გადახდილი თანხები აღირიცხება მათი გადახდის მიხედვით. გადასახადის გადახდის დღედ ითვლება გადასახადის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დღე, თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისად ამ თარიღის მიხედვით ხდება ბარათზე გადახდის ვადის ასახვა.
3. გადასახადის,აგრეთვე
გადასახადის
მიმდინარე
გადასახდელების
გადახდის
ვადა დგინდება თითოეული გადასახადის მიხედვით. გადასახადი გადახდილი უნდა
იქნეს:
ა)
თუ საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით გადასახადის გადახდისათვის დაწესებულია ვადა – ამ ვადაში;
ბ)
თუ
ეს
ვადა
არ
არის
დაწესებული,მაგრამ
დაწესებულია
დეკლარაციის
წარდგენის
ვადა
–
დეკლარაციის წარდგენის ვადაში;
გ) თუ არც გადასახადის გადასახადისათვის
არის დაწესებული ვადა და არც დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არის – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4.
გადასახადის გადამხდელთა მიერ საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ბარათზე დარიცხვის/გადახდის ვადები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „საქართველოს საბაჟო ტრიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით“ დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) შესაბამისად.
5. (ამოღებულია - 15.10.2020, №31086).
6.
საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებები და განხორციელებული ოპერაციები ბარათზე აისახება 2007 წლის 1 იანვრიდან.
7.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2007 წლამდე პერიოდის მიხედვით განხორციელებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესახებ დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ვალდებულება მცირდება ან იზრდება. შესწორებული (დაზუსტებული) მონაცემები გადაიტანება ბარათზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
8.
ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
81. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიმართვის შემთხვევაში, მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების თარიღით აისახება დღგ-ის კორექტირების (გაუქმების) ოპერაცია.
9. სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადი (მოთხოვნა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყოფის შესახებ, საგადასახადო ორგანოს მიერ განიხილება, როგორც სათანადო ინფორმაცია და აღნიშნული თანხების დარიცხვას, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი პირებისათვის გახსნილ მოსაკრებლის ბარათზე, სათანადო პროცედურების დაცვით, მოახდენს ელექტრონული ველის (მოსაკრებლის ნიშნის) გამოყოფის თარიღით.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საანგარიშო კვარტალში მოთხოვნილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი, მომდევნო საანგარიშო კვარტალისათვის მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება მომდევნო კვარტალის პირველი სამუშაო დღის თარიღით. ხოლო, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის მოთხოვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შემთხვევაში, მოსაკრებლის თანხის დარიცხვა მოხდება ეტაპის დაწყების თარიღით, რომელიც შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან.
91.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ცენტრალიზებული სისტემიდან ელექტრონულად/მატერიალურად მიღებული ინფორმაციისა და სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული, საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება ლატარიის მოსაკრებლის ბარათზე თანხების დარიცხვა.
10. ამ მუხლის მე-2-მე-5
პუნქტებით განსაზღვრულ
ვადებში ხორციელდება
ბარათებზე დარიცხული და გადახდილი
თანხების ასახვა.
11.
გადასახადის გადამხდელთა მიერ საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელების დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში:
ა)
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა სადეპოზიტო ანგარიშიდან ხორციელდება ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე;
ბ)
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა ხორციელდება დეპოზიტის განმკარგავი საბაჟო ორგანოს წერილობითი მომართვის საფუძველზე;
გ)
განვლილი პერიოდის ვალდებულების დასაფარად განკუთვნილი თანხები, რომელთა გადატანა სადეპოზიტო ანგარიშიდან არ განხორციელებულა, ექვემდებარება ბიუჯეტში გადატანას ხარვეზის გამოვლენის თარიღიდან;
დ)
სადეპოზიტო ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაგვიანებით გადატანით გამოწვეული საურავი ექვემდებარება შემცირებას.
12. მეწარმე ფიზიკური
პირის მიერ საქართველოში ეკონომიკური
საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი საგადასახადო ორგანოს ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ საგადასახადო
დეკლარაციას
წარუდგენს
30 სამუშაო დღის ვადაში,რისთვისაც
საგადასახადო ორგანო:
ა) რეგისტრაციაში ატარებს გადასახადის გადამხდელის განცხადებას ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე;
ბ) განუსაზღვრავს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ბოლო სავადო თარიღს, საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადებაში მითითებული თარიღიდან 30-ე სამუშაო
დღეს;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ წარმოდგენილ
დეკლარაციაში
ამოწმებს
მითითებულ
შეწყვეტის
თარიღს,ხოლო აღნიშნული თარიღიდან 30-ე სამუშაო დღეს ახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დეკლარირებული
თანხის დარიცხვას.
იმ შემთხვევაში,თუ 30-ე სამუშაო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ თანხის დარიცხვა ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის სავადო თარიღით;
დ) ახორციელებს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხების გადაანგარიშებას, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღამდე საგადასახადო წლის განმავლობაში გადახდილი მიმდინარე გადასახდელების თანხების გათვალისწინებით გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელისათვის დასარიცხი/შესამცირებელი თანხის ოდენობას და გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
ახორციელებს შესაბამის დარიცხვის ოპერაციას და ახდენს ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღის შემდგომ დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხების ბარათიდან მოხსნას და საბოლოო შედეგების გამოყვანას.
13. ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ წარდგენილი დეკლარაციის შემდეგ, მეწარმე ფიზიკური პირი არ არის ვალდებული საგადასახადო ორგანოს შემდგომშიც
(თუ არ განაახლა საქმიანობა) წარუდგინოს წლიური საგადასახადო დეკლარაცია,გარდა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადებში ქონების გადასახადის დეკლარაციისა.
14. ერთი და იმავე საგადასახადო
წლის განმავლობაში
მეწარმე ფიზიკური
პირის მიერ ეკონომიკური
საქმიანობის შეწყვეტის
შესახებ საგადასახადო
დეკლარაციის
ჩაბარების
შემდგომ საქმიანობის განახლების შემთხვევაში,საგადასახადო
ორგანოს წარედგინება
შესაბამისი
განცხადება, რის საფუძველზეც უკუოპერაციით
მოხდება საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ადრე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციის
მონაცემების განულება და მიმდინარე გადასახდელების თანხების დარიცხვის (აღდგენის) ოპერაცია.
15. ერთი და იმავე საგადასახადო წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობის განმეორებით შეწყვეტის შემთხვევაში მეწარმე ფიზიკური
პირმა საგადასახადო
ორგანოს უნდა წარუდგინოს
ეკონომიკური
საქმიანობის შეწყვეტის
ახალი დეკლარაცია,რომელშიც
უნდა აისახოს საგადასახადო წლის დასაწყისიდან საქმიანობის განმეორებით შეწყვეტის თარიღამდე პერიოდის მონაცემები.
16. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ეკონომიკური საქმიანობის განმეორებით შეწყვეტის თარიღიდან 30-ე სამუშაო დღის სავადო თარიღით ახორციელებს დეკლარირებული გადასახადის
თანხის მეწარმე
ფიზიკური
პირის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
დარიცხვას
და დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხების
გადაანგარიშებას.
17. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციის დაზუსტების შემთხვევაში შეწყვეტის თარიღი უნდა ემთხვეოდეს საქმიანობის შეწყვეტის პირველადი დეკლარაციის თარიღს.
18. იმ შემთხვევაში,თუ მეწარმე
ფიზიკური
პირი
ეკონომიკური
საქმიანობის
შეწყვეტის თაობაზე
საგადასახადო
დეკლარაციის
წარდგენის
შემდეგ
საგადასახადო
ორგანოს
არ აცნობებს საქმიანობის განახლების თაობაზე და იმავე საანგარიშო
წელზე წარადგენს
წლიურ საგადასახადო დეკლარაციას,ჩაითვლება,რომ მან საქმიანობის შეწყვეტის
დეკლარაციის
წარდგენის
შემდეგ მოახდინა საქმიანობის განახლება და შესაბამისად
უნდა განხორციელდეს
დარიცხული
თანხების გადაანგარიშება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე კუთვნილი მიმდინარე გადასახდელების
თანხების დარიცხვა.
19. მეწარმე
ფიზიკური
პირის
მიერ
ეკონომიკური
საქმიანობის
შეწყვეტის
და საქმიანობის განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საგადასახადო ორგანოები აწარმოებენ
რეესტრს.
20.
პირველადი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის თანხა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ანუ ვადის დადგომის თარიღისათვის ავტომატურ რეჟიმში. დაზუსტებული დეკლარაციების/გაანგარიშებების, ასევე, დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციების მონაცემები ბარათზე აისახება მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დეკლარაციების/გაანგარიშებების ბარათზე გატარება ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით. დაზუსტებული დეკლარაციების/გაანგარიშებების, ასევე დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციების/გაანგარიშებების მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია საგადასახადო შეთანხმებით მოცულ პერიოდზე ან/და იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, გარდა 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელებული საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისა, პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
21. შესწორებული (დაზუსტებული) საგადასახადო დეკლარაციით გადასახადის გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის ბარათზე
გატარდება
დამატებით
დასარიცხი
ან შესამცირებელი სხვაობის თანხა, რომელიც
წარმოიქმნება
პირვ
ელად
საგადასახადო
დეკლარაციის
მონაცემებსა
და შესწორებულ (დაზუსტებულ)
წარმოდგენილი
დეკლარაციის მონაცემებს შორის.
22. თუ
გადასახადის
გადამხდელის
მიერ
საგადასახადო
ორგანოში
წარდგენილ
იქნა შესწორებული (დაზუსტებული) საგადასახადო დეკლარაცია,რომელიც სავარაუდოდ იწვევს იმ საანგარიშო პერიოდის გადასახადის თანხების დამატებით დარიცხვას (შემცირებას), რომელ საანგარიშო პერიოდზეც გადასახადის გადამხდელს უკვე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ
ვადაში წარდგენილი
აქვს საგადასახადო
დეკლარაცია
და რომლის მონაცემებიც
ჯერ კიდევ არ არის ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე და რომლისთვისაც
ასევე ჯერ არ დამდგარა
გადასახადის
გადახდისათვის
დადგენილი
ვადა, ამ შემთხვევაში შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველ დეკლარაციად და ბარათზე
მოხდება
შესწორებული
(დაზუსტებული)
საგადასახადო
დეკლარაციის
მონაცემების თანხის ასახვა.
23. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელების მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები რეგისტრირდება გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო (საბაჟო) დეკლარაციების
რეგისტრაციის
ჟურნალში
(დანართი
№6), შესაბამის პროგრამაში,საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
24.
საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მასალების განხილვის შედეგებზე, ან საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე გადასახადების ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული თანხების ოდენობის და გადახდის ვადების მითითებით. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღად ითვლება საგადასახადო შემოწმების/საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის საფუძველზე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დარიცხვის თარიღი.
25. გადასახადის
გადამხდელის
მიერ დეკლარირებული
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე დარიცხული გადასახადის თანხების შესახებ ჩანაწერები წარმოებს ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება
1 ლარამდე
ნულდება.
26. თუ პირის მიერ გადახდილი იქნება დასადეკლარირებელი
პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო
დეკლარაციის
წარდგენის
ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის
დეკლარაციის
წარდგენის
ვადის გაგრძელების
შესახებ, ასეთ შემთხვევაში
წარდგენის
ვადა გრძელდება
3 თვით. ამასთან, დეკლარაციის
წარდგენის ვადის გაგრძელებით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადა არ იცვლება
და არ აჩერებს
გადაუხდელ
გადასახდელის
თანხაზე
საურავის
დარიცხვის
პროცედურას, ხოლო განაცხადებას
მიენიჭება სარეგისტრაციო
ნომერი და მოხდება მისი აღრიცხვა
შესაბამის რეესტრში.
27.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, თუ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება:
ა) აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება), აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება ამავე აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №184 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქციზის გადახდის შესაბამისი თარიღით;
გ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ აქტი, აქციზის თანხის შემცირების სავადო თარიღი განისაზღვრება ამავე აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აისახება აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
28. ამ მუხლის 27-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შესახებ განცხადების საგადასახადო ორგანოში საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თარიღამდე წარდგენისას, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება განცხადების წარდგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
მაგალითი 1:
შპს “ელიტამ” 2013 წლის 25 მარტს განცხადებით
მიმართა საგადასახადო
ორგანოს 2012 წლის წლიური მოგების გადასახადის საგადასახადო
დეკლარაციის
წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე. გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის (2012 წლის) მიმდინარე გადასახდელები, თანხით 25 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციის
წარდგენის ვადა გაგრძელდება 3 თვით.
შპს
“ელიტამ”
2012 წლის
წლიური
მოგების
გადასახადის
დეკლარაცია
საგადასახადო
ორგანოს წარუდგინა
2013 წლის 30 ივნისს, რომლის
მიხედვითაც
2012 წლის მოგების გადასახადი დაადეკლარირა
35 000
ლარის
ოდენობით,ანუ
10 000
ლარით
მეტი,ვიდრე
დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები.
მოცემულ
შემთხვევაში:
შპს “ელიტას” დასადეკლარირებელ პერიოდზე დაფიქსირებულ 10 000 ლარ მოგების გადასახადის
თანხაზე
დაერიცხება
საურავი
თითოეულ
დღეზე
0.06%-ის
ოდენობით,დაწყებული
2013 წლის 1 აპრილიდან
1 ივლისამდე პერიოდისათვის, თანხით
– 546 ლარის ოდენობით.
[10 000X0.06%)X91]
= 546 ლარი
281.
გადასახადის გადამხდელის, მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, გასული წლის შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით, არანაკლებ 50%-ით შემცირების შემთხვევაში, ან/და ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით გასულ საგადასახადო წელთან შედარებით შემცირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ მის მიერ მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადომდე (ქონების გადასახადის შემთხვევაში არაუგვიანეს 1 ივნისისა) ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთან, ქონების გადასახადის შემთხვევაში, მიმდინარე გადასახდელი გადასახადის გადამხდელს ერიცხება ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების მიხედვით და შესაბამისად, შემცირება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების პროპორციის გათვალისწინებით. ანალოგიურად, საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ ქონების გადასახადში მიმდინარე ქონების გადასახდელის ჩათვლა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გათვალისწინებით.
282.
ამავე მუხლის 281 პუნქტით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელების შემცირება და საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში მიმდინარე გადასახდელების ჩათვლა უნდა განხორციელდეს დროებით ბარათზეც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათისაგან დამოუკიდებლად.
29. საწარმოები,ორგანიზაციები
და
მეწარმე
ფიზიკური
პირები,ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში იხდიან მიმდინარე გადასახდელებს, გასული საგადასახადო წლის წლიური
გადასახადის
მიხედვით.
თუ გადასახადის
გადამხდელს
გასული
საგადასახადო
წლის განმავლობაში
არ
გააჩნდა
დასაბეგრი
შემოსავალი
(მოგება),მაშინ
იგი
მიმდინარე
გადასახდელებს არ იხდის.
30.
გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის 281 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) ან ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების ოდენობის 50 პროცენტით შემცირების ფაქტი და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელების თანხები, მასზე უნდა განხორციელდეს საურავის დარიცხვა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელების ფარგლებში, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
მაგალითი 2:
ვთქვათ, შპს ,,ელიტამ“ საგადასახადო
ორგანოში
წარდგენილ
2011 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში
დასაბეგრი
მოგება განსაზღვრა
500 000 ლარის ოდენობით, საიდანაც შესაბამისად
მოგების
გადასახადის
თანხა
გამოუანგარიშდა
75
000
ლარის
ოდენობით
(500
000
X
15%);
იმის გათვალისწინებით,რომ 2012 წელს საზოგადოება
არ ელოდება დასაბეგრი
მოგების მნიშვნელოვან ცვლილებას
გასულ 2011 წელთან შედარებით,მოცემულ
პირობებში:
შპს ,,ელიტა“ ვალდებულია 2012 წლის განმავლობაში
მიმდინარე გადასახდელების
სახით გადაიხადოს,ხოლო საგადასახადო
ორგანო ვალდებულია საგადასახადო
კოდექსით დაწესებულ ვადებში დაარიცხოს
მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები შემდეგი ოდენობით:
15 მაისისათვის – 18 750 ლარი,15 ივლისისათვის – 18 750 ლარი,15 სექტემბრისათვის – 18
750 ლრი,15 დეკემბრისათვის – 18 750 ლარი.
შპს ,,ელიტას“ 2012 საგადასახადო წლის განმავლობაში გადახდილი მიმდინარე გადასახდელების თანხები
ეთვლება ამ საგადასახადო წლის მიხედვით
დარიცხულ გადასახადში.
მაგალითი 3:
პირობა
იგივეა,რაც
პირველ
მაგალითში,იმ განსხვავებით,რომ
შპს
,,ელიტამ“
2012 წლის
7 ივლისს საგადასახადო ორგანოს წერილობით აცნობა იმის შესახებ, რომ მას 2012 წელს მოსალოდნელი დასაბეგრი მოგება წინა წლის მოგებასთან შედარებით უმცირდება არა ნაკლებ 50%- ით და სურს გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება, მიმდინარე გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოცემულ
პირობებში:
საგადასახადო
ორგანო ვალდებულია შეასრულოს
შპს ,,ელიტას“ მოთხოვნა და მომავალი სამი სავადოს მიხედვით (15 ივლისი, 15 სექტემბერი და 15 დეკემბერი) აღარ განახორციელოს მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა, ხოლო რაც შეეხება 2012 წლის 15 მაისის სავადოს მიხედვით დარიცხულ
მიმდინარე
გადასახდელს
(18 750 ლარი),მისი
შემცირება
არ
განხორციელდება,რადგან საწარმომ მოსალოდნელი შემცირების შესახებ პირველი სავადოს დადგომამდე არ აცნობა საგადასახადო ორგანოს.
31. ლიკვიდირებულ საწარმოს/ორგანიზაციას, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციით მიმდინარე გადასახდელი არ ერიცხება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის
7 ივლისის
ბრძანება
№18529
- ვებგვერდი, 14.07.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 სექტემბრის
ბრძანება
№27017
- ვებგვერდი, 17.09.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 16 დეკემბრის
ბრძანება
№37332
- ვებგვერდი, 17.12.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის
ბრძანება
№13616
- ვებგვერდი, 21.05.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 13 აპრილის
ბრძანება
№8279
- ვებგვერდი, 02.06.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 21 თებერვლის
ბრძანება
№3169
- ვებგვერდი, 25.02.2025