გადამხდელთა პირადი
აღრიცხვის
ბარათების
წარმოების
წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით
საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერისას
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით,ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლად,საქართველოს
ფინანსთა მინისტრის
მიერ
დადგენილი
წესით
ჩამოწერას
ექვემდებარება
ამ კოდექსის 281-ე
მუხლის
და
2011 წლის 1 იანვრამდე
მოქმედი საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური
პირისათვის
2013 წლის 1 იანვრამდე
დაკისრებული/დარიცხული
და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი
ჯარიმა.
2.
იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავალიანება (2011 წლამდე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების ჩათვლით) არის გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის სხვაობა, შესაბამისად, ჩამოწერისას მოსაკრებლის, ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ბარათის ნარჩენი ან ზედმეტობა, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
3. საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის სალარო აპარატების გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერის შესახებ წარმოების წესს განსაზღვრავს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა ჩამოწერის,აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიებების განხორციელების,სამართალდარღვევათა
საქმისწარმოების
წესის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;
ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.
4. საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში,საგადასახადო
დავალიანების ჩამოწერა
ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით.
5. 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული
და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე (2014 წლის 25 დეკემბრამდე) სალარო აპარატების გადაუხდელი ჯარიმის თანხის ჩამოწერის თაობაზე ფიზიკური პირის განცხადების
განხილვისას
გათვალისწინებული
უნდა იქნეს 2013 წლის 1 იანვრის და 2014 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით არსებული
სალდირებული საგადასახადო დავალიანება.
მაგალითი 1:
ფიზიკურ
პირს
2013 წლის
1 იანვრამდე
ერიცხება
საგადასახადო
დავალიანება
2500 ლარის ოდენობით.
მათ
შორის:
საშემოსავლო
გადასახადში
ძირითადი
თანხა
– 1000 ლარი,ჯარიმა
– 300 ლარი და საურავი – 700 ლარი; საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული
სალარო აპარატის
ჯარიმა – 500 ლარი. 2013 წლის იანვრის დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციით
მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა 3000 ლარი, ხოლო მარტის დღგ-ის საგადასახადო
დეკლარაციით
გადასახდელად დაერიცხა
3000 ლარი.
მოცემულ
შემთხვევაში:
პირს ჩამოეწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე 2014 წლის 25 დეკემბრამდე რიცხული სალარო აპარატის ჯარიმა – 500 ლარი.
მაგალითი 2:
ფიზიკურ
პირს
2013 წლის
1 იანვრამდე
ერიცხება
საგადასახადო
დავალიანება
1000 ლარის ოდენობით.
მათ
შორის:
საშემოსავლო
გადასახადში
ჯარიმა
–
500
ლარი,საგადასახადო
კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული სალარო აპარატის ჯარიმა – 500 ლარი, დღგ-ში
ზედმეტობა
– 500 ლარი. პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
აღნიშნული
მდგომარეობა შენარჩუნებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე, 2014 წლის 25 დეკემბრამდე.
მოცემულ
შემთხვევაში:
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე დღგ-ის ზედმეტობით პირველ რიგში დაფარულად
ჩაითვლება ჯარიმის ის თანხა, რომელიც პირველად იქნა დაკისრებული/დარიცხული. ხოლო, თუ დაკისრება/დარიცხვა
განხორციელებულია
ერთსა და იმავე დღეს – გამოიყენება პროპორციის პრინციპი.
იმ შემთხვევაში,თუ სალარო
აპარატის
ჯარიმა
დარიცხულ
იქნა საშემოსავლო
გადასახადის ჯარიმის შემდგომ, შესაბამისად, დღგ-ში ზედმეტობის ხარჯზე დაფარულად ჩაითვლება საშემოსავლო
გადასახადის
ჯარიმა, ხოლო სალარო აპარატის
ჯარიმა ჩაითვლება
გადაუხდელად
და ექვემდებარება ჩამოწერას.
მაგალითი 3:
ფიზიკურ
პირს
2013
წლის
1
იანვრამდე
ერიცხება
სალდირებული
საგადასახადო
დავალიანება
800 ლარის ოდენობით. მათ შორის: საგადასახადო
კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული სალარო აპარატის ჯარიმა – 1500 ლარი, დღგ-ში ზედმეტობა – 700 ლარი. პირადი აღრიცხვის ბარათების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედების თარიღისათვის
2014 წლის 25 დეკემბრამდე
პირის სალდირებული დავალიანება შეადგენს 2500 ლარს. მათ შორის, საგადასახადო
კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე
დაკისრებული/დარიცხული
სალარო აპარატის
ჯარიმა – 1500 ლარი, დღგ-ში დავალიანება – 1000 ლარი.
მოცემულ
შემთხვევაში:
პირს ჩამოეწერება
მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრისათვის სალდირებულად არსებული სალარო აპარატების
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
რიცხული
დავალიანება
800
ლარი,მიუხედავად
იმისა, რომ
2014
წლის
25
დეკემბრამდე
სალარო
აპარატების
ჯარიმაზე
ასრებული
დავალიანება
შეადგენს 1500 ლარს.
მაგალითი 4:
ფიზიკურ პირს 2013 წლის 1 იანვრამდე ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 2200 ლარის ოდენობით. მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული სალარო აპარატის ჯარიმა – 1500 ლარი, დღგ-ში დავალიანება – 700 ლარი. პირადი აღრიცხვის ბარათების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედების თარიღისათვის 2014 წლის 25 დეკემბრამდე პირის სალდირებული დავალიანება შეადგენს 200 ლარს. მათ შორის: საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული სალარო აპარატის ჯარიმა – 1500 ლარი, დღგ-ში ზედმეტობა – 1300 ლარი.
მოცემულ
შემთხვევაში:
პირს ჩამოეწერება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ამოქმედების თარიღისათვის 2014 წლის 25 დეკემბრამდე არსებული სალარო აპარატების პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული სალდირებული დავალიანება 200 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 25 დეკემბრამდე
სალარო აპარატების ჯარიმაზე არსებული დავალიანება შეადგენს
1500 ლარს.
6. იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის დაკისრებული (შეფარდებული)
ჯარიმა
გადასახადის
გადამხდელთა
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
დარიცხულია
2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის
37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მოთხოვნები.
7. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის
შემთხვევაში,საგადასახადო
ორგანო შეისწავლის
როგორც
მემკვიდრის, ასევე გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათებს (მიუხედავად იმისა, მემკვიდრე აგრძელებს
თუ არა
გარდაცვლილი
პირის
ეკონომიკურ
საქმიანობას),საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის
დადგენის
მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება გადატანილია მემკვიდრის პირადი
აღრიცხვის
ბარათზე და მემკვიდრემ
მიმართა საგადასახადო
ორგანოს საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერის
მიზნით, აღნიშნული
დავალიანების
წარმოშობის
პერიოდის
დადგენისას გაითვალისწინება
გარდაცვლილ
პირზე
მისი წარმოშობის
პერიოდი.
თუ მემკვიდრემ
მიმართა საგადასახადო
ორგანოს გარდაცვლილი
პირის საგადასახადო
დავალიანების ჩამოწერის
მიზნით, ხოლო გარდაცვლილ პირზე რიცხული საგადასახადო დავალიანება არ არის გადატანილი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე და ჩამოწერის პირობები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე
მუხლის
37-ე
ნაწილის
„გ“
ქვეპუნქტის
მოთხოვნებს,საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა შესაძლებელია გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზეც.
8. საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სალარო აპარატების გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერა განხორციელდება გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით. კერძოდ, ამისთვის შექმნილი ოპერაციით
– „ჩამოწერილია
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.
9. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის
გადამხდელს
ჩამოეწერა
საგადასახადო
დავალიანება
და ჩამოწერის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დეკლარაცია/გაანგარიშება
(მათ
შორის,დაზუსტებული)
2013 წლის
1 იანვრამდე
და
2014 წლის
25 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდზე, ჩამოწერილი თანხები არ ექვემდებარება აღდგენას. ჩამოწერილი
თანხები ასევე არ ექვემდებარება
აღდგენას,თუ აღნიშნული გამოვლენილი იქნება საგადასახადო ორგანოს მიერ, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების
საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022