წესი

1. გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №2) აისახება დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს           საგადასახადო ორგანო) ვალდებულები, რომელიც არ არის აღიარებული (მიმდინარეობს დავა) და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხები.

2. ბარათი შედგება
14 სვეტისაგან და მასში
მონაცემები შეიტანება შემდეგი წესით:

ა)
პირველ
სვეტში
აღინიშნება
ოპერაციის
ჩაწერის
თარიღი
– დღე,თვე,წელი.
ყველა
სახის ოპერაციის ჩანაწერები წლის განმავლობაში ამ სვეტში კეთდება ქრონოლოგიურად. თითოეულ სტრიქონზე ჩაიწერება მხოლოდ ერთი ოპერაცია და თავისუფალი სტრიქონები
არ დაიტოვება;

ბ) მე-2
სვეტში
იწერება
დარიცხული
გადასახადი
ან ჯარიმის
სახე, რომლის
მიხედვით
მოხდა ბარათზე ვალდებულების დარიცხვა. ასევე შემცირებული გადასახადის ან სანქციის სახე;

გ)
მე-3 სვეტში იწერება ოპერაციის მოკლე შინაარსი, ამ ბარათზე დროებით აღრიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო/საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, შემცირების, გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიეთითება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ეს ოპერაციები: საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, საგადასახადო შეთანხმების საფუძვლები და სხვა;

დ)
მე-4 სვეტში ,,გადახდის ვადა“ ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებების/საგადასახადო/საბაჟო სანქციების/სხვა თანხების გადახდის ვადები, კერძოდ: ვალდებულებები მათი გადახდის სავადოებით, ანუ ის თარიღები, რომლის მიხედვით ამ ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მოხდება მათი დარიცხვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ე) მე-5-მე-6 სვეტებში იწერება ინფორმაცია დროებით ბარათზე აღრიცხული ძირითადი გადასახადებისა და სანქციების მიხედვით, კერძოდ:

ე.ა)
მე-5 სვეტში იწერება საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო ვალდებულებები ძირითადი გადასახადისა და სანქციების თანხები. ასევე საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის ძირითადი ნაწილისა და ჯარიმის თანხა;

ე.ბ) მე-6 სვეტი იწერება საგადასახადო და არასაგადასახადო ვალდებულებების შემცირება. მე-5 და მე-6 სვეტების სხვაობა დადგენილი წესით გადაიტანება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

ვ) მე-7 სვეტში იწერება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოსაკრებლის თანხების საურავი, რომელზეც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება და ვალდებულების შესრულებამდე გადმოტანილ იქნა პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან;

ზ) მე-8–11 სვეტები განკუთვნილია
ამ ბარათზე
არსებული
ჯამური
ანგარიშსწორების სალდოსათვის, კერძოდ:

ზ.ა) მე-8 სვეტში ჩაიწრება ბარათზე აღრიცხული საგადასახადო
და არასაგადასახადო ვალდებულებების/დავალიანების
თანხის ჯამი, რომელიც
წარმოადგენს
მე-9,მე-10
და მე-11 სვეტების ჯამს;

ზ.ბ) მე-9 სვეტში - ძირითადი გადასახადის
მიხედვით ვალდებულების/დავალიანების თანხა;

ზ.გ) მე-10 სვეტში - ჯარიმის მიხედვით ვალდებულების/დავალიანების თანხა;

ზ.დ) მე-11
სვეტში - საურავის მიხედვით დავალიანების თანხა;

თ)
მე-12 სვეტში იწერება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან საგადასახადო/საბჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი;

ი)
მე-13 სვეტში იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცებული საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა დადგენილ ვადაში, შესაბამისად იწერება გასაჩივრების თარიღი;

კ)
მე-14 სვეტში იწერება საგადასახადო მოთხოვნის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების აღიარების თარიღი. დროებით ბარათზე არსებული ვალდებულებები შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და ა.შ.) გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის გასვლისთანავე ასახული უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

3. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე  მონაცემების აღრიცხვას და ჩაწერას, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) დროებით ბარათზე უნდა აისახოს საგადასახადო დავალიანების/ დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხის ის ოდენობა, რომლის შემცირებაც ხდება
საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადის/მოსაკრებლის სახეებისა და ჯარიმის მიხედვით. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა აისახება დროებითი ბარათის მე-5-6 სვეტში, ხოლო საურავი – მე-7 სვეტში;

ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ბარათის მე-3 სვეტში იწერება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მონაცემები (თარიღი და ნომერი), ბარათის მე-2 სვეტში იწერება ამ აქტით განსაზღვრული გადასახადის/მოსაკრებლის სახე – ჯარიმები. შესაბამისად, დროებით ბარათზე ზემოაღნიშნული ოპერაციის განხორციელებასთან ერთად ბარათზე უკუოპერაციით ნულდება ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ასახული თანხები;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა საგადასახადო ვალდებულება/მოსაკრებლის თანხები, რომელიც გადმოტანილ იქნა დროებითი აღრიცხვის ბარათზე, გადმოტანის სავადო თარიღით დაერიცხება (აღდგება) პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

4.
შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა დეპარტამენტებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან კომპეტენციის ფარგლებში დამატებით დაარიცხონ გადასახადის ან/და სანქციის თანხები (გარდა ელექტრონულად წარდგენილი/ჩაბარებული მოთხოვნების), დარიცხულ თანხებზე ინფორმაციის შეტანა უნდა განახორციელონ დროებით აღრიცხვის ბარათზე. ასევე, დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა უნდა გააკონტროლოს დამატებით დარიცხულ თანხებზე საგადასახადო მოთხოვნის/სამართალდარღვევის ოქმის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება, ხოლო ჩაბარების თარიღის აღრიცხვა განახორციელოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, რის საფუძველზეც აღნიშნული თარიღი აისახება დროებითი ბარათის მე-12 სვეტში.

5.
საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში მოთხოვნა/ოქმში ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების დაფიქსირებული თანხები შესაბამისი სავადოებით გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან, 3 სამუშაო დღის გასვლისთანავე ავტომატურ რეჟიმში დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

51.
თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო/საბაჟო ორგანოში წარდგენილ იქნა „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების დანართი № 7-ით დამტკიცებული განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ საგადასახადო მოთხოვნის/სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების აღიარების შესახებ, დავების დეპარტამენტის მიერ განცხადების საჩივრების პროგრამაში დარეგისტრირება ჩაითვლება შესაბამის ინფორმაციად და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული შესაბამისი თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი იქნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

52.
თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31  დეკემბრის N996 ბრძანების დანართი №I-121-ით დამტკიცებული წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარების შესახებ, დავების დეპარტამენტის მიერ განცხადება განიხილება და განცხადებაში მითითებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილი იქნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.

6.
საგადასახადო მოთხოვნის/ოქმის ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების
შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში სრულად ან ნაწილობრივ გასაჩივრების შემთხვევაში მოთხოვნაში/ოქმში ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებულ სხვა შესაბამის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხება დროებითი აღრიცხვის ბარათზე. თუ საჩივარზე დადგინდება ხარვეზი ან შემოსავლების სამსახურში არ იქნება წარმოდგენილი განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე, დროებითი აღრიცხვის ბარათიდან თანხები სრულად, შესაბამისი სავადოებით, ავტომატურ რეჟიმში აღირიცხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

7.
იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს:

ა) თუ მიღებული გადაწყვეტილებით
გადასახადის
გადამხდელს
უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ან სასამართლოს მიერ დავაზე
მიღებული განჩინების
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
ვადაში
არ გასაჩივრდა, საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული ვალდებულება შესაბამისი სავადოებით დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ავტომატურად გადატანილი უნდა იქნას პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ბ)
თუ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა საჩივრის დაკმაყოფილება, დროებით აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადადის მას შემდეგ, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე გამოიცა შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები;

გ) თუ მიღებული
გადაწყვეტილებით
მოხდა
საჩივრის
ნაწილობრივ
დაკმაყოფილება
და
მისი ჩაბარებიდან
20 კალენდარული
დღის ვადაში ან სასამართლოს მიერ დავაზე მიღებული განჩინების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდა, დროებით აღრიცხვის ბარათზე არსებული
საგადასახადო
დავალიანება
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
გადადის
მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე
გამოიცა შესწორებული
საგადასახადო
მოთხოვნა. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე შესწორებული საგადასახადო
მოთხოვნის გასაჩივრების ვადები;

დ) თუ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მისი გასაჩივრება მოხდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით ბარათზე აისახება მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული შესწორებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხები;

ე
)
თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.

8. ამ
მუხლის
მე-7
პუნქტით
განსაზღვრული
დებულებების
შესრულების
უზრუნველსაყოფად ხორციელდება
საჩივრების
პროგრამაში
ასახვა, რომელსაც უზრუნველყოფს
დავების დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროსთან
არსებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი.

9.
იმ შეთხვევაში, თუ გადამხდელმა 30 კალენდარული დღის ამოწურვამდე გაასაჩივრა საგადასახადო მოთხოვნა/ოქმი ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება, საჩივრების პროგრამის მეშვეობით საჩივრის მიღების თარიღი უნდა ჩაწეროს ბარათის მე-13 სვეტში.

10.
იმ შეთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხა ავტომატურად გადატანილ იქნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე და შემდგომში აღმოჩნდა, რომ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია დადგენილ ვადაში (30 კალენდარული დღე) ან ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე აღიარებული საგადასახადო დავალიანება გასაჩივრდა და მიღებულია გადაწყვეტილება მისი წარმოებაში მიღებაზე, საჩივრების პროგრამაში აღირიცხება გასაჩივრებული დოკუმენტის რეკვიზიტები, რის შემდგომაც პროგრამა ავტომატურად განახორციელებს გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნით/ოქმით დარიცხული თანხის შესაბამისი სავადოებით დროებით ბარათზე გადატანას ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით სავადოების მიხედვით გაუქმებას და მის გადატანას დროებითი აღრიცხვის ბარათზე.

11.
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას/ოქმს, აღიარებული საგადასახადო დავალიანება პირადი აღიცხვის ბარათიდან არ გადაიტანება დროებითი აღრიცხვის ბარათზე და ამ ბარათზე გასაჩივრებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ჩანაწერები არ იწარმოება, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო/საბაჟო დავის წარმოების პერიოდში დროებითი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების წარმოება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა)
საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში აისახება:

ა.ა) საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის მიღების თარიღი, თვე და წელი იწერება დროებითი აღრიცხვის ბარათის მე-13 სვეტში;

ა.გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების აღიარების შემთხვევაში, მისი აღიარების თარიღი იწერება დროებითი აღრიცხვის ბარათის მე-14 სვეტში და ამ თარიღიდან საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი სავადოების მიხედვით აისახება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე;

ბ)
იმ შემთხვევაში, როდესაც საჩივრის განხილვის შედეგებით გამოტანილია გადაწყვეტილება საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მაშინ უფლებამოსილი დეპარტამენტრის მიერ უნდა მოხდეს საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, გამოიცეს შესწორებული საგადასახდო მოთხოვნა, რომელშიც აისახება გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადისა და სანქციის თანხები, შესაბამისად, ამ მოთხოვნის საფუძველზე მისმა გამომცემმა დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს დროებით ბარათზე თანხების ასახვა და ასევე მე-12 სვეტში ჩაწეროს მისი გადასახადის გადამხდელზე ჩაბარების თარიღი.

მაგალითი 1:

სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შპს ,,ელიტის” მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების თანხების (16500 ლარი) გაუქმების თაობაზე, კერძოდ: დღგ-ში – 6500 ლარის, მოგების გადასახადში 4000 ლარის და საშემოსავლო გადასახადში 4000 ლარის ოდენობით.

მოცემულ
შემთხვევაში:

აღნიშნულიდან გამომდინარე,შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი დეპარტამენტი, რომლის მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შემცირება მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ, გამოსცემს შესწორებულ საგადასახადო მოთხოვნას, რომელშიც აისახება დარჩენილი საგადასახადო ვალდებულება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე (გადასახადის სახეების მიხედვით). ზემოაღნიშნული
მოთხოვნის გამოცემის შემდეგ უფლებამოსილი პირი აუქმებს იმ საგადასახადო მოთხოვნის ჩანაწერებს, რომლის კორექტირებაც
ხდება შესწორებული საგადასახადო მოთხოვნით. ჩანაწერი იწარმოება დარიცხული
თანხების სავადო
თარიღების
გათვალისწინებით.

13.
შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საჩივრდება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის/საჩივრების პროგრამაში დარეგისტრირება ჩაითვალოს შესაბამის ინფორმაციად და გასაჩივრებულ აქტ(ებ)ში ასახული თანხები ავტომატურ რეჟიმში პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათიდან გადატანილი იქნეს დროებით აღრიცხვის ბარათზე. ასევე ავტომატურად მოხდეს ჩანაწერის წარმოება შესაბამისი წესით იმ შემთხვევაშიც, როდესაც დავაზე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 ივლისის ბრძანება
№19946 - ვებგვერდი, 18.07.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017
წლის
10
მარტის ბრძანება
№6394 - ვებგვერდი, 14.03.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017
წლის
22
აგვისტოს ბრძანება
№22149 - ვებგვერდი, 29.08.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019
წლის
23 აპრილის
ბრძანება
№
12535 - ვებგვერდი, 18.06.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 სექტემბრის
ბრძანება
№27017
- ვებგვერდი, 17.09.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აგვისტოს
ბრძანება
№18358
- ვებგვერდი, 13.08.2024