ბიუჯეტების
კუთვნილი
გადასახადის
აღრიცხვის ფორმა
1. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი გადასახადის აღრიცხვის მიზნით იხსნება აღრიცხვის ფორმა (დანართი №3), რომელშიც
აისახება:
ა) ქონების გადასახადის (ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადი არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე) აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
ბ) საშემოსავლო
გადასახადის
აღიარებული
საგადასახადო
ვალდებულებები
და
გადახდილი თანხები: აჭარის
და აფხაზეთის
ა.რ. და ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით.
2. გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე ქონების გადასახადში
არსებული საგადასახადო ვალდებულების შემთხვევაში აღრიცხვის ფორმაში აღირიცხება ეს ვალდებულება ტერიტორიული
ერთეულების
მიხედვით.
ასევე ამ ფორმაში
აღირიცხება
აჭარისა
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო
გადასახადის თანხები.
3. აღრიცხვის
ფორმაში
გადასახადის
გადამხდელის
მიერ
წარდგენილი
ქონების
გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, შესაბამისად დეკლარაციაში მითითებული თვითმმართველი ერთეულების
მიხედვით
ფორმაში
ნაწილდება
დარიცხული
ქონების გადასახადის
თანხები. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში აღრიცხვის
ფორმაში
ქონების გადასახადის
შესახებ მონაცემები
თვითმმართველი
ერთეულების მიხედვით შეიტანება შემოწმების აქტის სპეციალური დანართიდან.
4. ქონების გადასახადის
მიხედვით
საგადასახადო
ვალდებულება
ნაწილდება
იმ დონეზე ჩაშლილად როგორც ეს აისახება
ქონების გადასახადის დეკლარაციაში.
5. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის
შესახებ მონაცემები აისახება გადახდის
წყაროსთან
დაკავებული
გადასახადების დეკლარაციის ფორმის შესაბამისი სვეტებიდან ან/და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში აღრიცხვის ფორმაში მონაცემები აისახება აქტის დანართის მიხედვით.
6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის
შესახებ მონაცემები აისახება საშემოსავლო გადასახადის
წლიური დეკლარაციის ფორმის შესაბამისი გრაფიდან ან/და საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით
დარიცხული
საგადასახადო
ვალდებულების აღიარების
შემთხვევაში
აღრიცხვის ფორმაში მონაცემები აისახება
აქტის დანართის მიხედვით.
7. აღრიცხვის ფორმის მიხედვით ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი
თანხების
გადანაწილება
თვითმმართველი
ერთეულების
მიხედვით.
თუ გადახდილი თანხით არ ხდება ქონების/საშემოსავლო გადასახადში არსებული დავალიანების სრულად დაფარვა, მაშინ გადახდილი თანხით ქონების/საშემოსავლო გადასახადში
დავალიანება თვითმმართველი ერთეულების მიხედვით იფარება დარიცხული ვალდებულების პროპორციულად.
8. გადასახადის
გადამხდელის
მიერ გადახდილი
თანხების თვითმმართველი
ერთეულების მიხედვით განაწილების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება
სახელმწიფო
ხაზინა