შედეგების
გამოყვანის წესები
1. ყოველი მითითებული პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხდება შედეგების გამოყვანა გამოანგარიშებული, დარიცხული, შემცირებული, ბიუჯეტში გადახდილი, ჩათვლილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახადის (ასევე არასაგადასახადო
ვალდებულებების, რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) თანხების, ჯარიმებისა
და საურავების
მიხედვით, გარდა
იმ სვეტებისა, რომლებშიც ასახულია საბოლოო ნაშთები და საბოლოო ნაშთების გამოყვანა ხდება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან. მიღებული
შედეგები
ჩაიწერება
,,შედეგი პერიოდისათვის” ჩანაწერის გასწვრივ.
11. საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ ყველა ბარათზე ავტომატურად გამოიყვანება შედეგები წლის ბოლოსათვის, რომლებიც გადადის მომდევნო საგადასახადო წლის დასაწყისისათვის გახსნილ ახალ ბარათ(ებ)ზე, რაც ავტომატურად აისახება შედარების აქტში – წლის დასაწყისისთვის არსებულ მონაცემებში.
2. გადასახადის
გადამხდელის
პირადი აღრიცხვის
ბარათზე (დანართი №1 ჩანაწერების ხორციელდება შემდეგი
წესით:
ა) ოპერაციის
ჩანაწერის
ყოველი თარიღისათვის
განისაზღვრება
,,ანგარიშსწორების
სალდო” ნარჩენი
(–), ზედმეტად
გადახდილი
(+), როგორც
ძირითადი
გადასახადების,ისე ჯარიმებისა
და საურავის თანხების მიხედვით;
ბ) შედეგების
გამოყვანისას
,,ანგარიშსწორების
სალდო ნარჩენი
(–), აღირიცხება
სრულად საგადასახადო
დავალიანება,რომელიც
იყოფა
ძირითადი
თანხა
(-), ჯარიმა
(-) და
საურავი
(-) მათი ჯამი
იძლევა
სულ საგადასახადო
დავალიანების
თანხა
(-). ზედმეტად
გადახდილი
(+) თანხების ველში ჩანაწერი იწარმოება
მხოლოდ იმ შემთხევაში თუ არ არსებობს საგადასახადო დავალიანება;
გ)
გადასახადების
და
ჯარიმების
დარიცხვის,შემცირების,გადახდის
და
დაბრუნების
შესახებ ყველა ჩანაწერი ბარათზე წარმოებს განაყოფში ,,ანგარიშსწორება
ძირითადი გადასახადების და ჯარიმის მიხედვით”, რომელიც იყოფა სვეტებად: „დარიცხულია”
მ.შ. დარიცხული გადასახადი რომელსაც საურავი არ ერიცხება, „შემცირებულია”, „გადახდილია ბიუჯეტში”, „ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია”, „ზედმეტად გადახდილი თანხა”;
დ)
ბარათზე შედეგების გამოყვანის დროს ერთი და იმავე სავადო თარიღის ჩანაწერების შემთხვევაში, მიუხედავად ოპერაციის გატარების თარიღისა, უპირატესობა ენიჭება იმ ჩანაწერებს, რომლებიც იწვევენ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდას, ისე რომ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრობა - გადასახადის თანხა, გადასახადის თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება, ჯარიმა, საურავი;
ე) ყველა ჩანაწერი საურავის დარიცხვის, შემცირების და გადახდის შესახებ წარმოებს ველში „ანგარიშსწორება საურავის თანხაზე“, რომელიც იყოფა შემდეგ გრაფებად: „დროის პერიოდი“, „საურავის თანხა“, „გადახდილი საურავი“.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის
26
დეკემბრის ბრძანება
№
38043 - ვებგვერდი, 03.01.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 ნოემბრის
ბრძანება
№34600
- ვებგვერდი, 01.12.2021