დახურვის
წესი

1.
საგადასახადო წლის დამთავრების შემდეგ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვში ყველა ოპერაციის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ დაიხურება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის და საგადასახადო ორგანოს ადმინისტრირებადი მოსაკრებლების ბარათები და გამოიყვანება „ანგარიშგების სალდო“ წლის შედეგების მიხედვით, კერძოდ: გამოანგარიშებული/დარიცხული, შემცირებული, გადახდილი, ჩათვლილი და უკან დაბრუნებული გადასახადის თანხების, აგრეთვე ჯარიმების, საურავების და სარგებლის მიხედვით.

2. ბარათების
დახურვა
გადასახადების
გადამხდელების
მიხედვით
ხდება
ავტომატურად, შემდეგი წესით:

ა) ის ბარათები, რომლებზედაც
არ ირიცხება დავალიანება ან ზედმეტობა საგადასახადო
წლის დამთავრების შემდეგ დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერი ,,შედეგი წლის ბოლოსათვის”, ამავდროულად გაიხსნება ახალი ბარათი და გაკეთდება ჩანაწერი ,,მიმდინარე წლის ათვლის სათავე”;

ბ) დავალიანების
ან ზედმეტად
გადახდილი
თანხების
ნაშთების
არსებობის
შემთხვევაში ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი ,,შედეგი წლის ბოლოსათვის,” ჩაიწერება ნაშთები, რომელიც გადაიტანება მომავალი საგადასახადო წლისათვის გახსნილ ახალ ბარათებში და გაკეთდება ჩანაწერი „მიმდინარე წლის ათვლის სათავე”.

3. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა, ბარათი იხურება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას (მათ შორის – რეორგანიზაციის შედეგად ლიკვიდაციისას);

ბ) ფიზიკური
პირის
გარდაცვალებისას,სასამართლოს
მიერ
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
ან ქმედუუნაროდ აღიარებისას.

4. იურიდიულ
პირთა
ლიკვიდაციის
(მათ შორის,რეორგანიზაციის
შედეგად
ლიკვიდაციის) შემთხვევაში ბარათებზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და მიეთითება ლიკვიდაციის დამადასტურებელი დოკუმენტის
ნომერი და თარიღი.

5. სალიკვიდაციო
გადაწყვეტილების
მიღების
შემდეგ
ზედმეტობა
გაუქმებულად
ითვლება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი ჩანაწერი. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის (მათ შორის, რეორგანიზაციის) სტატუსის მინიჭების შემდგომ პერიოდში
ბარათზე, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება
ოპერაციების
ასახვა საბოლოო მიზნობრიობის გარკვევამდე.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის და საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის დადგენილი
წესით ლიკვიდირებულის
სტატუსის მინიჭების შემდეგ,არსებული ზედმეტობა გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი ჩანაწერი. ხოლო საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით
ექვემდებარება
ჩამოწერას უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად
ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.

7. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ ინფორმაციის
მიღების შემთხვევაში, მის ბარათზე რაიმე სახის გადასახადის ან გადასახდელის დარიცხვა აღარ ხორციელდება (გარდა დღგ-ისა, კერძოდ, საქონლის ნაშთს, რომელზედაც გადასახადის გადამხდელს
მიღებული
ჰქონდა
დღგ-ის
ჩათვლა
და რომლის
მიხედვითაც
მიღებული
ჩათვლების გაუქმება უნდა აისახოს ბარათზე, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომი პერიოდების მიხედვით დარიცხული თანხები (მათ შორის – საურავი) ექვემდებარება გაუქმებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გრძელდება გარდაცვლილი
პირის ეკონომიკური საქმიანობა).

8.
იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანო მემკვიდრის და მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს:

ა) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით, გარდაცვლილის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება ნულდება უკუოპერაციებით და იგივე დავალიანება გადაიტანება მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდროს მიღების თარიღით, გარდაცვალების თარიღიდან სამკვიდროს მიღების თარიღამდე საურავის დარიცხვის გარეშე, ხოლო რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, ნაშთები აისახება მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად;

ბ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და მემკვიდრე არ ითხოვს ზედმეტობის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა ნულდება უკუოპერაციით;

გ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების და შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით და მემკვიდრე ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანულოს უკუოპერაცით და მემკვიდრეობის მიღების თარიღით გადაიტანოს იმავე სახით მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, მემკვიდრის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს ბარათების შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე.

9.
იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, მემკვიდრის და მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს:

ა) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება საგადასახადო დავალიანება ან/და დავალიანება წარმოიშობა გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების მერე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით, რომელთა დარიცხვის სავადო თარიღი გარდაცვალების შემდგომაა, გარდაცვლილის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება ნულდება უკუოპერაციებით და იგივე დავალიანება გადაიტანება მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე გარდაცვალების თარიღით, ხოლო გარდაცვალების თარიღის შემდეგ არსებული გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების მერე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით ასახული მონაცემები გადაიტანება მამკვიდრებლის ბარათზე არსებული სავადო თარიღების მიხედვით, მათ შორის, გადაიტანება გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვები;

ბ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და მემკვიდრე არ ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, გარდაცვლილის ბარათზე არსებული სალდირებული ზედმეტად გადახდილი თანხა ნულდება უკუოპერაციებით, მათ შორის, გარდაცვალების თარიღის შემდგომი სავადოთი ასახული ოპერაციები, გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვების ჩათვლით;

გ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით და მემკვიდრე ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანულოს უკუოპერაციებით და იმავე თარიღით გადაიტანოს იმავე სახით მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, მათ შორის, გარდაცვალების თარიღის შემდგომი სავადოთი ასახული ოპერაციები, გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვების ჩათვლით. ამასთან, მემკვიდრის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს ბარათების შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე;

დ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება ან/და დავალიანება არ წარმოიშობა გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვალებამდე წარმოდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით, რომელთა დარიცხვის სავადო თარიღი გარდაცვალების შემდგომაა, მაგრამ დავალიანება წარმოშობილი იქნება შემდგომ გამოვლენილი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებით, საგადასახადო ორგანო განახორციელებს ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 ნოემბრის
ბრძანება
№34600
- ვებგვერდი, 01.12.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022