ან შეცდომით
გადახდილი
თანხების
ასახვის და
დაბრუნების
წესი

1. თუ გადასახადის
გადამხდელის
გადახდილი
თანხა
აღემატება
დარიცხული
გადასახადების ან/და სანქციების თანხას ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები.

2. საგადასახადო
ორგანო
გადასახადის
გადამხდელის
მოთხოვნის
წარდგენის
საფუძველზე
ამ მოთხოვნის წარდგენიდან
არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით და ,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა
და ანგარიშსწორების
განხორციელებისა
და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების
შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

4. ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
მიზნით საგადასახადო
ორგანო ახორციელებს ამ მეთოდური
მითითების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ
პროცედურებს
(გარდა
ავტომატური დაბრუნების
შემთხვევებისა),რის შემდეგაც
აფორმებს
დასკვნას
ზედმეტობის
არსებობის
შესახებ დანართი №9
ფორმის შესაბამისად.

5. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საგადასახადო
ორგანოსათვის გადასახადის
გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის
ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების
უფლების წარმოშობის კალენდარული წლის
დასრულებიდან.

მაგალითი 1.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2012 წლის წლიური მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც 2012 წელს გადახდილი მიმდინარე გადასახდელები, 10 000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ზედმეტად გადახდილად 31.03.2013 წლის სავადოთი.

მოცემულ
შემთხვევაში

ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
ხანდაზმულობის
ვადა აითვლება დაბრუნების უფლების წარმოშობის (31.03.2013 წელი) კალენდარული წლის დასრულებიდან, 2014 წლიდან.

მაგალითი 2.

2011 წლის დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება
(შემცირება) მოხდა 2015 წელს. თუ დამატებით დარიცხული
თანხა გადახდილი
იყო ან დაფარულია
ჩათვლის შედეგად
2011 წელს, დარიცხული
თანხის
შემცირების
შედეგად
გადახდილი
თანხა
აისახება
ზედმეტად
გადახდილად 2015 წელს.

მოცემულ
შემთხვევაში

ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
ხანდაზმულობის
ვადა აითვლება დაბრუნების უფლების წარმოშობის (2015 წელი) კალენდარული წლის
დასრულებიდან, 2016 წლიდან.

მაგალითი 3.

2014 წლის
ნოემბრის
თვეში
გადასახადის
გადამხდელს
ჩათვლილი
აქვს 2011 წლის
იმპორტის გადასახადის დეკლარაციის მიხედვით კუთვნილი
დღგ-ის თანხა 10 000 ლარის
ოდენობით.

მოცემულ
შემთხვევაში

ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
ხანდაზმულობის
ვადა აითვლება დაბრუნების უფლების წარმოშობის (2014 წელი) კალენდარული წლის
დასრულებიდან, 2015 წლიდან.

მაგალითი 4.

2014 წელს გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა 2011 წლის დღგ-ის გადასახადის დეკლარაცია
და ჩასათვლელი
თანხა გაიზარდა
10 000 ლარის
ოდენობით
(ჩაითვალა
2011 წლის საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დღგ-ის თანხა).

მოცემულ
შემთხვევაში

ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
ხანდაზმულობის
ვადა აითვლება დაბრუნების უფლების წარმოშობის (2014 წელი) კალენდარული წლის
დასრულებიდან, 2015 წლიდან.

მაგალითი 5.

გადასახადის
გადამხდელს
2012
წლის
01
იანვრის
მდგომარეობით
ერიცხება
ზედმეტობა
1000

ლარის ოდენობით. 2012 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხა 1000 ლარი,15.02.2012 წლის სავადოთი. ასევე, 15.02.2012 წელს გადახდილ იქნა 1000 ლარი.

მოცემულ
შემთხვევაში

ვინაიდან
2012 წლის დღგ-ის
დეკლარაციით
დარიცხული
1000 ლარი დაიფარება
2012 წლის 01 იანვრის მდგომარეობით არსებული ზედმეტობის შედეგად, შესაბამისად 15.02.2012 წელს გადახდილი
1000 ლარის
როგორც
ზედმეტად
გადახდილი
თანხის დაბრუნების
ხანდაზმულობის ვადა აითვლება დაბრუნების
უფლების წარმოშობის
(15.02.2012 წელი) კალენდარული
წლის დასრულებიდან, 2013 წლიდან.

მაგალითი 6.

გადასახადის
გადამხდელს
2010 წელს გადახდილი
ჰქონდა
500 ლარი საშემოსავლო გადასახადში. 2015 წლის 25 მარტს გადახდილი აქვს 600 ლარი. 2015 წლის 1 აპრილს დაერიცხა 700 ლარი. 2016 წელს გადასახადის
გადამხდელმა
შემოიტანა 400 ლარის დაბრუნების მოთხოვნა.

მოცემულ
შემთხვევაში

დარიცხული
გადასახადი
იფარება ქრონოლოგიურად
განხორციელებული
გადახდების მიხედვით, ანუ 2015 წლის დარიცხვა
დაიფარება
ჯერ თავდაპირველი
(2010 წლის) გადახდის
500 ლარის ხარჯზე,ხოლო დარჩენილი
ნაწილი 200 ლარი კი 2015 წელს გადახდილი
თანხის ხარჯზე. დარჩენილი
ზედმეტად
გადახდილი
თანხის
(400 ლარის)
დაბრუნების
ხანდაზმულობის
ვადა აითვლება
დაბრუნების
უფლების
წარმოშობის
(2015
წელი)
კალენდარული
წლის
დასრულებიდან,2016 წლიდან.

6. საწარმოს/ორგანიზაციის
რეორგანიზაციამდე
მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის მიერ რეორგანიზებული
საწარმოს/ორგანიზაციის
გადასახდელი
სხვა გადასახადების
(მათ შორის
– სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლებამონაცვლეს საგადასახადო
კოდექსით დადგენილი
წესით.

7. შეცდომით ითვლება შენატანები, რომელთა ბარათზე განთავსება მიღებული საგადამხდელო დოკუმენტებით შეუძლებელია,კერძოდ:

ა) უზუსტობაა დაშვებული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებაში;

ბ) ბანკის ან ცალკეული სახის საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, შეცდომით, ორჯერ არის ჩარიცხული გადასახადის თანხები;

გ) სხვა შემთხვევებში არასწორედ გადახდილი თანხები.

8. შეცდომით ჩარიცხული თანხების დოკუმენტაციის კუთვნილების გარკვევის შემდეგ წარმოებს მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე განაწილება.

9. გადასახადის
გადამხდელის
მიერ სხვა პირის საგადასახადო
ვალდებულების დასაფარავად თანხის გადახდის
შემთხვევაში,გადასახადის
გადამხდელის
ან/და საბანკო დაწესებულების წერილობითი დასტურის საფუძველზე, ხორციელდება გადასახადის კუთვნილების გარკვევა და ბარათზე სათანადო კორექტირება.

91.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რეალიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/ქონების მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში ამ ოპერაციაზე შეცდომით ან/და ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის მიზნობრივად მიმართვის მიზნით, რეალიზაციის განმახორციელებელი პირი მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს წერილობით დასტურს მის მიერ შეცდომით განხორციელებული და საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ბარათზე სათანადო კორექტირება.

92. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებლის (გამყიდველის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმების ან/და მიმღებისთვის (მყიდველისთვის) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების (აღდგენის) შემთხვევაში, მიმღების (მყიდველი) მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება ხორციელდება საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასკვნის/გადაწყვეტილების საფუძველზე.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ გადახდილი თანხა აღემატება საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახულ დღგ-ის თანხას, მიმღების (მყიდველის) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება მხოლოდ შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახული დღგ-ის ოდენობის თანხა.

10. თუ გადასახადის გადამხდელის გადახდილი თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო
დავალიანების დასაფარავად
მიმართავს. ზედმეტობის
გადატანა
სხვა გადასახადის
ან/და
სანქციის
ანგარიშში
ხორციელდება
პროგრამულად, რომლის განხორციელება არ საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის განცხადების წარდგენას საგადასახადო ორგანოში.

11. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტებში მითითებული თანხის ბარათზე
არასწორი
გატარების
გამო დაშვებული
შეცდომის
გასწორება
წარმოებს
შემდეგი წესით:

ა) აუცილებელი წესით წარმოებს
საგადამხდელო
დოკუმენტების
რეკვიზიტების
შედარება დარიცხვის დოკუმენტებთან;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ შეცდომით განხორციელებული ჩანაწერის დადასტურების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს შესაბამისად ბარათის ჩანაწერის ცვლილებას, წარმოებს ბარათის შესაბამის გრაფაში ადრე გაკეთებული ჩანაწერის
,,უკუოპერაციით
გასწორება” საბოლოო მონაცემებიდან გამორიცხვის გზით. გრაფაში ,,ოპერაციის შინაარსი” კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შეცდომის გასწორების თარიღის
მითითებით.

12. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე ან/და საბანკო დაწესებულების დადასტურების შემთხვევაში, შემდგომში სათანადო პროცედურების
ჩასატარებლად ახორციელებს შეცდომით ჩათვლილ
ბიუჯეტში განხორციელებულ გადახდების კუთვნილების გარკვევას.

13. ფიზიკურ
პირს,რომელიც
არ
არის
ვალდებული
წარადგინოს
დეკლარაცია
მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი თანხების შესახებ, შეუძლია წარადგინოს იგი საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა
და მისი ანაზღაურების
მოთხოვნით.

14. არარეზიდენტ
პირს,რომელიც
საქართველოში
არსებული
წყაროდან
იღებს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ”-„ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის
წყაროსთან,უფლება აქვს საგადასახადო
ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე, წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშებისა
და დაბრუნების მოთხოვნით.

15.
საგადასახადო აგენტმა (დამქირავებელმა), რომელსაც დაქირავებულმა პირმა წარუდგინა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობა და მიუხედავად აღნიშნულისა ფიზიკურ პირს ხელფასის სახით განაცემზე ზედმეტად (შეცდომით, არასწორად) დაუკავა საშემოსავლო გადასახადი, უფლებამოსილია მოახდინოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, აუნაზღაუროს ფიზიკურ პირს ზედმეტად გადახდილი თანხა და საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (პერიოდების) მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობის შესახებ, სათანადოდ კორექტირებული.

16.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა დამქირავებელთან ვერ გამოიყენა კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირისთვის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის გამოვლენის ხანდაზმულობის ვადა.

17. საგადასახადო
ორგანო
აწარმოებს
გადასახადის
გადამხდელის
მიერ საგადასახადო ორგანოსათვის
წარდგენილ
„გადასახადის
გადამხდელის
მოთხოვნის” სარეგისტრაციო
ჟურნალის თანახმად, დანართი №10-ის
ფორმისა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 1
9
დეკემბრის ბრძანება

№
36972 - ვებგვერდი, 21.12.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 მარტის
ბრძანება

№5820
- ვებგვერდი, 09.03.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 დეკემბრის
ბრძანება

№30814
- ვებგვერდი, 26.03.2024წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 21 თებერვლის
ბრძანება
№3169
- ვებგვერდი, 25.02.2025