შედარების
აქტი

1. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის (დანართი №5) ფორმაში მონაცემების ასახვა უნდა მოხდეს
გადასახადის გადამხდელისთვის გახსნილი ყველა ბარათიდან.

2.
პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ, მატერიალური ფორმით ამობეჭდილი სახით, გაიცემა გაცემის მომენტში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში პროგრამულად დაგენერირებული შედარების აქტი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, იქნება ხელმოწერილი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

3. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების
შედარების
აქტში საგადასახადო
ვალდებულებების სალდო პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსთვის აისახება მხოლოდ გადასახადების სახეების მიხედვით, ხოლო ჯარიმა, საურავი და ზედმეტად
გადახდილი
თანხების ჯამური მაჩვენებლები გადასახადების
მიხედვით ჩაშლის გარეშე. ხოლო არასაგადასახადო
(რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებზე რიცხული ჯარიმა, საურავი და ზედმეტად გადახდილი თანხები აისახება
გადასახადის სახეების
მიხედვით.

4. შედარების აქტის ნაწილში - ,,ანგარიშგება საანგარიშო პერიოდის ვალდებულებების მიხედვით“ აისახება გადასახადის სახეების მიხედვით დარიცხული აღიარებული (მ.შ. დამატებით დარიცხული) საგადასახადო ვალდებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები.

5. შედარების აქტის მე-13 სვეტში აისახება დამატებით დარიცხული საგადასახახადო ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული.

6. ანგარიშგების
ფორმის
მე-14
სვეტში
აისახება
გადავადებული
აღიარებული
საგადასახადო ვალდებულების თანხები.

7. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ
ბაზაში არსებულ მონაცემებზე
დაყრდნობით
გაიცემა ელექტრონული წესით ამობეჭდილი ცნობა აღიარებული
საგადასახადო/არასაგადასახადო
დავალიანების
შესახებ. ასევე, მიეთითება ინფორმაცია
არაღიარებული
და გადავადებული
ვალდებულებების/დავალიანების თაობაზე.

8. ცალკეულ შემთხვევებში (საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია, ფიზიკური პირის გარდაცვალება, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია/ რეაბილიტაცია), შესაძლებელია, განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა/არასახვის საკითხის შესწავლა, რომელიც წარმოდგენილია გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, მაგრამ არ არის ასახული პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ბ) ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა/არასახვის საკითხის შესწავლა, რომლის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, მაგრამ არ არის ასახული პირადი აღრიცხვის ბარათზე;

გ) პირადი აღრიცხვის ბარათებზე დარიცხული/შემცირებული მიმდინარე გადასახდელებისა და წლიური დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე დარიცხული/შემცირებული თანხების გადაანგარიშების, ასევე პირადი აღრიცხვის ბარათებზე ჩანაწერების განმეორებით არსებობის შემთხვევაში - მათი სისწორის შესწავლა.

9. ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, ხორციელდება ასევე შემდეგი ღონისძიებები:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილი პირი იყო გარდაცვალების თარიღისათვის დღგ-ის გადამხდელი, ნაშთის გადატანის მიზნებისათვის, მემკვიდრე ვალდებულია, წარმოადგინოს ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე, რომელზედაც გარდაცვლილს მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო თუ მემკვიდრე არ წარმოადგენს ამ ინფორმაციას, გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიღებული ჩათვლა ექვემდებარება განაშთვას;

ბ) მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვლილი პირის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია/დეკლარაციები და გაანგარიშება/გაანგარიშებები. ამასთან, მემკვიდრე უფლებამოსილია, დეკლარაცი(ებ)ის/გაანგარიშებ(ებ)ის წარმოდგენა განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პერიოდშიც (მათ შორის, წინა საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის/გაანგარიშებ(ებ)ის წარმოდგენა). მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხდება გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ნაშთების ასახვა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 ნოემბრის
ბრძანება
№34600
- ვებგვერდი, 01.12.2021