დავალიანების
ჩამოწერისას

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლად,საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი
და ჯარიმა;

ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში
არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი
ქონების
გადასახადი,მასზე
დარიცხული
საურავი
და
ჯარიმა,თუ
მიწა
მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;

გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში
არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ
საცხოვრებლად
გამოყენების
გამო
და
ეს ქონება
რეგისტრირებულია,როგორც
დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
მიერ გაცემული ცნობით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნაწილით საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერის
თაობაზე
ადმინისტრაციული
წარმოების
წესს განსაზღვრავს
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების
წესის
დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
№994 ბრძანება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების
საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;

ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

3. ეს ნორმა
ეხება პირს,რომელსაც
ერიცხება
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის
მიხედვით
განსაზღვრული
გადაუხდელი
საგადასახადო
დავალიანება,მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.

4. მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების და დავალიანების ჩამოწერის წესით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერის
თაობაზე საგადასახადო
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირს ჩამოეწერება
განცხადების
წარმოდგენის
მომენტისათვის, ხოლო თუ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის
მოთხოვნა (განცხადება) საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე
მუხლის 50-ე ნაწილის მიხედვით დავალიანების ჩამოწერაზე და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების
მიღების
თარიღისისათვის
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე
მუხლის 50-ე ნაწილის მიხედვით
დათვლილი შესაბამისი გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება.

5. საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილით
განსაზღვრული დავალიანების ჩამოწერა განხორციელდება გადასახად(ებ)ის სახეების მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
ასახვით.
კერძოდ,ამისთვის
შექმნილი
ოპერაციით
– „ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე
მუხლის 50-ე ნაწილის შესაბამისა