გადამხდელთა პირადი
აღრიცხვის
ბარათების
წარმოების
წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერისას

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება:

ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები;

ბ) საგადასახადო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში;

გ) თუ პირს არ განუხორციელებია
საგადასახადო
ანგარიშგება
ბოლო 6 კალენდარული
წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;

დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და
არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ვ)

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს პარტნიორად;

ზ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა,საბიუჯეტო ორგანიზაციას
საგადასახადო
დავალიანება
საქართველოს
მთავრობის
მიერ დადგენილი
წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი
საგადასახადო
ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ადმინისტრაციული წარმოების წესს არეგულირებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო
დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა
საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის
№994
ბრძანება, რომელიც
განსაზღვრავს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით
საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერის
საკითხის
განხილვის,საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და საგადასახადო ვალდებულების განახლების პროცედურებს.

4. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა ჩამოწერის,აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიებების განხორციელების,სამართალდარღვევათა
საქმისწარმოების
წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით
ჩამოწერის
წესის
შესაბამისად, საგადასახადო
დავალიანების ჩამოწერის
საკითხის განხილვის შედეგად
მიღებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ
აქტში (ბრძანებაში)
მითითებული თარიღიდან
აქტში (ბრძანებაში)
განსაზღვრული პირობებით და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის
ბარათზე, გადასახადის
სახეების მიხედვით გაკეთდება
შემდეგი ჩანაწერი: „ჩამოწერილია,საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 252-ე
მუხლის
“ა”
(მიეთითება
ის
ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხდება ჩამოწერა) ნაწილით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემოსავლების სამსახურის) “… “ წლის …ბრძანებით“.

5. თუ პირს ჩამოეწერა
საგადასახადო
დავალიანება და ჩამოწერის
შემდეგ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოხდება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №99 ბრძანებით განსაზღვრული
საქართველოს
საადასახადო
კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით
ჩამოწერის
წესის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების აღდგენა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცა ჩამოწერის
შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ ბრძანება, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის
ბარათებზე
უკუოპერაციებით
მოხდება
ჩამოწერილი
თანხების აღდგენა
და გაკეთდება ჩანაწერი
„აღდგენილია
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
“…
“
წლის
№
ბრძანებით
ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება“.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის
ბრძანება
№34325
- ვებგვერდი, 15.04.2022