დებულებები

1. წარმოდგენილი
მეთოდური
მითითება
ადგენს
გადასახადის
გადამხდელის
პირადი აღრიცხვის
ბარათებში
და ფორმებში
საგადასახადო
ვალდებულებების
აღრიცხვისა
და ასახვის წესების ოპერაციების
ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია
გადასახადის
გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების
განხორციელებასთან.

2. გადასახადის
გადამხდელის
მიერ
ბიუჯეტში
გადახდილი
თანხების
აღრიცხვის
წესი გადასახადის
სახეების მიხედვით
განისაზღვრება
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების
კლასიფიკაციის თანახმად.

3. გადასახადის
გადამხდელის
მიერ დეკლარირებული
საგადასახადო
და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული ან შემცირებული თანხები, დაკისრებული სანქციები, გადახდილი გადასახადები და უკან დაბრუნებული თანხები, აღირიცხება
გადასახადის
გადამხდელთა
პირადი
აღრიცხვის ელექტრონულ ბარათებზე
:

ა) გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ძირითად
ბარათზე
(დანართი
№1), რომელზეც აღირიცხება:

ა.ა) აღიარებული
გადასახადის/სანქციის
თანხები,მათ შორის
გაუქმებული
გადასახადების მიხედვით აღიარებული გადასახადის/სანქციის
თანხები;

ა.ბ) გადახდილი თანხები;

ა.გ) ზედმეტად გადახდილი თანხები;

ა.დ) უკან დაბრუნებული თანხები;

ა.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო
ვალდებულებები,რომელთა
გადახდის
ვადა
საგადასახადო
კანონმდებლობით შეჩერებულია (რესტრუქტურიზაცია, გაკოტრება,რეაბილიტაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული
ბანკისა და მზღვეველის
შესაბამისი
საქმიანობის
ლიცენზიის
ჩამორთმევა).

ბ) გადასახადის
გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №2), რომელზეც აღირიცხება:

ბ.ა) დამატებით დარიცხული
საგადასახადო
ვალდებულებები/სანქციები,რომელიც არ არის აღიარებული;

ბ.ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები;

ბ.გ) დამატებით დარიცხული მოსაკრებლის თანხები,რომელიც არ არის აღიარებული.

გ) ჩანაწერების დაზუსტების ბარათზე, რომელიც იხსნება გადასახადის გადამხდელის ბარათზე არასწორად
ასახული ჩანაწერების
დაზუსტების, მათზე არსებული ნაშთების გამოყვანისა და შემდგომ ამ ჩანაწერების პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
გადატანის
მიზნით (დანართი №1,);

დ)
მოსაკრებლის ბარათზე, იმ აღიარებული მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისა (დანართი №4);

ე) ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათზე, რომელზეც აღირიცხება ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 პროცენტი (დანართი №13).

4. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კუთვნილი თანხების აღრიცხვისათვის იხსნება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი
გადასახადების აღრიცხვის
ფორმა
(დანართი

№3
),რომელშიც
აისახება:

ა)
ქონების
გადასახადის
აღიარებული
საგადასახადო
ვალდებულებები
და გადახდილი თანხები
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის მიხედვით;

ბ) საშემოსავლო გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი
თანხები:
სახელმწიფო
ბიუჯეტის,აჭარის
და აფხაზეთის
ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტის
მიხედვით.

5.

გადასახადის გადამხდელის ბარათებზე და
აღრიცხვის ფორმებში
აღრიცხული
თანხები (გარდა ამ მუხლის
მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ბარათზე/აღრიცხვის
ფორმაზე
დაფიქსირებული
თანხებისა)
აისახება გადასახადის გადამხდელის ჯამური
ანგარიშგების
ფორმაში
(
შ
ე
დ
ა
რ
ე
ბ
ი
ს
ა
ქ
ტ
ი
)

(დანართი
№5
).

6.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული აღიარებული
საგადასახადო
დავალიანების საფუძველზე იწარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების
აღრიცხვა-
ანგარიშგება
გადასახადებისა და სანქციების მიხედვით.

7.
გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების განაწილება ხდება
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით არსებულ აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებზე
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით დადგენილი
თანმიმდევრობით.

8.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებისა და
აღრიცხვის ფორმების წარმოება
გულისხმობს
მათი
გახსნის,მონაცემების შეტანის,გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და
დახურვის
პროცედურებს.

9.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და აღრიცხვის ფორმებს აწარმოებენ
საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი
პირები.

10.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კომპიუტერიზებული დამუშავების დროს პროგრამულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა ბაზასთან დაშვების
უფლების
მქონე მომხმარებელთა
განსაზღვრა,მათი შემოწმება
და იდენტიფიცირება გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში
ყოველი შესვლის დროს.

11. ამ მეთოდური მითითებით განსაზღვრული
ბარათები და აღრიცხვის
ფორმები ივსება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიხედვით მხოლოდ ამ ბარათისათვის/აღრიცხვის ფორმისათვის განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ერთ გადასახადის გადამხდელს შესაძლებელია გააჩნდეს რამდენიმე
სახის ბარათი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022