გახსნა
და
მონაცემების
შეტანა

1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ პროგრამულად იხსნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი, ამ მეთოდური მითითების პირველი მუხლის შესაბამისად, ცალკეული ბარათისათვის დადგენილი შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში.

11. გადასახადის გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ვალდებულების, კერძოდ, ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 პროცენტის (შემდგომში – ლატარიის მოსაკრებელი) აღრიცხვის მიზნით იხსნება ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათი. აღნიშნულ ბარათზე არსებული ნარჩენი ან ზედმეტობა არ გაითვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების დაანგარიშებისას.

2. ბარათების გახსნის
საფუძველს წარმოადგენს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია (აღრიცხვა);

ბ) არარეზიდენტი
პირის
მიერ
საქართველოში
მუდმივი
დაწესებულების
გარეშე
საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებ
აზე მოთხოვნის წარდგენა;

გ)
პირის მიერ, რომელიც იხდის ექსპორტისა და იმპორტის გადასახდელებს, საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელება;

დ) დაბეგვრის
ობიექტის ადგილსამყოფლის
ან/და დაბეგვრასთან
დაკავშირებული
ობიექტის მიხედვით პირისათვის ბარათის გახსნა ხდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დარიცხვის მიზნით მოწოდებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე;

ე) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის
მქონე პირის
მიერ (გარდა
მეწარმე
ფიზიკური
პირისა) საგადასახადო
ვალდებულებების დეკლარირება
და საბანკო დაწესებულებებში
გადასახადის გადახდა.

3. ბარათებში
მიეთითება გადასახადის
გადამხდელის
სრული დასახელება/სახელი
და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება
აგრეთვე
იმ სპეციალური
დაბეგვრის
რეჟიმის
სახე,რომელსაც
იყენებს
გადასახადის გადამხდელი.

4. ბარათებზე
მონაცემთა შეტანის
საფუძველს წარმოადგენს:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები
(გაანგარიშებები),მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;

ბ)
საგადასახადო
ორგანოსა
და
სხვა
უფლებამოსილი
ორგანოების
შემოწმების
მასალები
და სხვა სათანადო
ინფორმაცია;

გ)
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია;

ე) გადახდილი თანხების
შესახებ ინფორმაცია;

ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ზ) სამართალდარღვევის ოქმები;

თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე;

ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან
მიღებული ამონაწერები
და სხვა დოკუმენტები;

კ)
კომერციული
ბანკის
ან
მისი
მომსახურე
საანგარიშსწორებო
–
საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება
გადახდის ოპერაციის შესახებ;

ლ)
საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება;

მ) „ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის №160 დადგენილება.

5. ბარათებზე
მონაცემთა
შეტანის შესაბამისი
საფუძვლის
არსებობის
შემთხვევაში
მონაცემები აისახება ბარათების სპეციფიკისა და შინაარსიის
გათვალიწინებით.

6.
გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ კონკრეტულ საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თანხების აღრიცხვას და ასახვას მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

7. ბარათებზე ყველა სახის ოპერაციის ჩაწერა წარმოებს თავისდროულად
და ქრონოლოგიური წესით, ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი
დოკუმენტაციის სისწორის დადგენით.
თითოეულ სტრიქონზე
ჩაიწერება
მხოლოდ
ერთი
ოპერაცია,თავისუფალი
სტრიქონები არ დაიტოვება.

8. საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების ბარათზე გადატანა ხდება ავტომატურ რეჟიმში.

9. შემოსავლების
სამსახურის
უფროსის/მისი
მოადგილის
სათანადო
ნებართვის
გარეშე გასული თარიღით მონაცემთა ბაზაში ყოველგვარი ცვლილებისა და ჩანაწერის გაკეთება დაუშვებელია.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022