ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 |
|
2022 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
|
„ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლატარიის მოწყობისთვის დადგენილ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლატარიის ორგანიზატორი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.
3. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
მუხლი 4. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტი და განაკვეთი
1. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტია ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ლატარიების მოწყობაზე განისაზღვრება ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ით.
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი თითოეული ლატარიის მოწყობისათვის დაიანგარიშება და განისაზღვრება საანგარიშო კვარტალის განმავლობაში ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებისა და ამ ღირებულების სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობის სხვაობის 10%-ით (ლატარიის მოსაკრებლის განაკვეთი = (X - X * Y%) * 10%, სადაც X − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულება, Y − სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობა).
2. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.